დიდგორი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დიდგორი (სოფელი)“ გადაიტანა გვერდზე „სოფელი დიდგორი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სოფელი დიდგორი“ გადაიტანა გვერდზე „დიდგორი (სოფელი)“ გადამისა...)

13:02, 20 აგვისტო 2020-ის ვერსია

დიდგორი - სოფელი საქართველოში, მდებარეობს დიდგორის მთის სამხრეთ კალთაზე, მცხეთიდან 23 კილომეტრზე.

1069 წელს მეფე ბაგრატ IV დიდგორში დაბანაკდა და სათავეში ჩაუდგა საქართველოში შემოჭრილ განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებს. ბაგრატ IV მტრის წინააღმდეგ გაგზავნა მესხთა რჩეული ლაშქარი. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს ფადლონის 30-ათასიანი ლაშქარი.

დიდგორი XVII-XVIII საუკუნეებში ლეკთა მარბიელი ლაშქრობების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტად იქცა. 1729 წელს ქართველ მეთოფეთა ლაშქარი დიდგორის კოშკში ჩაუსაფრდა დიდგორ-გელიყარა-სამადლოს გზით ჯავახეთში გადასულ ლეკთა მარბიელ რაზმებს. უკან მობრუნებული ლეკთა რაზმი ქართველმა მეთოფეებმა გაანადგურეს და ნადავლი დაატოვებინეს.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები