ბნავისის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ბნავისის ეკლესია''' - ეკლესია მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[ | + | '''ბნავისის ეკლესია''' - ეკლესია მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[გორის მუნიციპალიტეტი|გორის მუნიციპალიტეტში]], სოფელ ბნავისის სამხრეთით, ვალიაანთუბნიდან ერთ კილომეტრზე, ტყეში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== | ||
16:41, 2 სექტემბერი 2020-ის ვერსია
ბნავისის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბნავისის სამხრეთით, ვალიაანთუბნიდან ერთ კილომეტრზე, ტყეში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (9 X 4,3 მ), ნაგებია ძირითადად ნატეხი ქვიშაქვით. შენობა ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, კონქი და კედლის ზემო ნაწილები; დაზიანებულია ფასადებიც. გარედან სწორკუთხა, შიგნიდან თაღოვანი თითო შესასვლელი დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშია. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო მარტივი პილასტრია.
ბიბლიოგრაფია
- ბნავისი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.49.
- ბნავისის ნასოფლარზე ნანგრევების სახით შემორჩენილი დარბაზული ეკლესიის მოკლე აღწერილობა.