უფლისციხის ყვავის საყდარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''უფლისციხის ყვავის საყდარი''' - ეკლესია მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]], [[ | + | '''უფლისციხის ყვავის საყდარი''' - ეკლესია მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]], [[გორის მუნიციპალიტეტი|გორის მუნიციპალიტეტში]], კლდეში ნაკვეთი ქალაქის, [[უფლისციხე|უფლისციხის]] აღმოსავლეთით, 6 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ლაშეთხევის (მლაშე ხევის) სათავესთან, მთაზე. თარიღდება განვითარებული ფეოლური ხანით. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== | ||
11:00, 3 სექტემბერი 2020-ის ვერსია
უფლისციხის ყვავის საყდარი - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, კლდეში ნაკვეთი ქალაქის, უფლისციხის აღმოსავლეთით, 6 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ლაშეთხევის (მლაშე ხევის) სათავესთან, მთაზე. თარიღდება განვითარებული ფეოლური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია არის დარბაზული (10,6 X5,7 მ). ნაგებია მწვანე და მოყვითალო დიდი თლილი ქვებით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1,5-4 მეტრს არ აღემატება. საყდრის ირგვლივ მიწით დაფარული კედლების ნანგრევებიცაა. საყდარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში ორი სარკმელია. გრძივი კედლები დანაწევრებულია წყვილი პილასტრით.
ეკლესიის ნაგებობის მახლობლას მისივე სახელწოდების ძველი ნამოსახლარია.