თეა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ბერძნული მითები]] | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
16:00, 29 ივნისი 2017-ის ვერსია
თეა – (ბერძნ.) ტიტანიდა, ურანოსისა და გეას უფროსი ქალიშვილი. ტიტანოს ჰიპერიონის და და მეუღლე. ჰელიოსის, სელენესა და ეოსის დედა.
გვიანი ხანის მითოსის თანახმად, ტიტანებმა შურის გამო ამოხოცეს ჰიპერიონი და მისი შვილები. მაგრამ ღმერთებმა შეიწყალეს რა სელენე და ჰელიოსი, მნათობებად – მთვარედ და მზედ-გარდასახეს, ხოლო თეას უკვდავება უბოძეს. ბერძნულ მითოლოგიაში თეა სინათლეს განასახიერებდა, როგორც მზის, მთვარისა და განთიადის ღვთაება, ზოგჯერ მას აიგივებდნენ კიბელესთან.