ახრისის სამების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:წმინდა სამების სახელობის ეკლესიები]]
 
[[კატეგორია:წმინდა სამების სახელობის ეკლესიები]]
 +
[[კატეგორია:დარბაზული ეკლესიები]]

20:24, 12 სექტემბერი 2020-ის ვერსია

ახრისის სამების ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 18 კილომეტრში, მდინარე მეჯუდას მარჯვენა ნაპირას მდებარე სოფელ ახრისის ცენტრში. თარიღდება განვითაღებული ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (9,8X5,7 მ) ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები, კარისა და სარკმლის საპირეები ნაწყობია მოწითალო ქვის კვადრებით. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში, მარცხნივ, ნიშია, ცენტრში დგას 1 მ. სიმაღლის მთლიანი ქვის სატრაპეზო. აფსიდში, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო პილასტრია, რომელსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე აგურით გამოყვანილია რელიეფური ჯვარი. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. მის აღმოსავლეთ ნაწილში აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლო დგას.

ბიბლიოგრაფია

  1. ახრისის სამების ეკლესია //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.48.
  2. სოფ. ახრისში მდებარე სამების ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები