დიდი ატენის კოშკი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს | + | [[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]] |
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს ციხე-კოშკები ]] | [[კატეგორია:საქართველოს ციხე-კოშკები ]] | ||
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | ||
13:05, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია
დიდი ატენის კოშკი - არქიტექტურული ძეგლი დგას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ატენის გარეთ, აღმოსავლეთით, მდინარე ტანის მარცხენა ნაპირას, კლდეზე. თარიღდება XVI საუკუნით.
აღწერილობა
კოშკი გეგმით უსწორო ოთხკუთხედია (7,2X4,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. კარის წირთხლებზე გამოყენებულია თლილი ქვა კოშკი დაზიანებულია: ჩაქცეულია სართულშუა ხის გადახურვები. შემორჩენილია სამი სართული. შესასვლელი პირველ სართულზეა. კოშკთან მისასვლელად კლდეში ამოკვეთილია საფეხურები. პირველი სართულის დასავლეთ და სამხრეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, აღმოსავლეთისაში – ერთი. მეორე სართულის სამი კედელი ყრუა. მეოთხეში, აღმოსავლეთისაში, ორი სათოფურია. მესამე სართულის გრძივ კედლებში ორ-ორი სათოფურია, განივში – თითო.
სოფელში დგას მეორე კოშკიც რომელც მდებარეოს სოფლის სამხრეთით 0,5 კმ-ზე, მდინარე ტანის მარცხენა ნაპირზე, კლდეზე. თარიღდება XVI-XVII სს.-ით. კიშკი ოთხკუთხაა (7X4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია, ჩანგრეულია სართულშუა გადახურვები. შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული. კოშკს შესასვლელი ჩრდილოეთით აქვს, მეორე სართულის აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია.