ქიწნისის სამების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:წმინდა სამების სახელობის ეკლესიები]]
 
[[კატეგორია:წმინდა სამების სახელობის ეკლესიები]]
 +
[[კატეგორია: დარბაზული ეკლესიები]]

15:04, 14 სექტემბერი 2020-ის ვერსია

ქიწნისის სამების ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში,შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქიწნისის ცენტრში.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (9,2 X 5,9 მ) , ნაგებია რიყის ქვით და აგურით, კუთხეები, სარკმლის საპირები და სამსაფეხურიანი ლავგარდანი აგურისაა. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიულ აფსიდში სამი თაღოვანი სარკმელია, თითო ასეთივე სარკმელი სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებშიცაა. დარბაზის გრძივი კედლების წყვილ პილასტრს ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღი. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე გამოსახულია დიდი ჩაღრმავებული ჯვარი. შენობა შიგნით და გარეთ შელესილია. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები