აბიათარ მღვდელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აბიათარი''' - აბიათარ მღვდელი, ურიაყოფილი, (IV ს.), წმინდა (ხსენე...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:სასულიერო პირები]] | [[კატეგორია:სასულიერო პირები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართლის გაქრისტიანება]] | ||
17:45, 4 სექტემბერი 2020-ის ვერსია
აბიათარი - აბიათარ მღვდელი, ურიაყოფილი, (IV ს.), წმინდა (ხსენების დღე 1/14 ოქტომბერი), წმ. ნინოს თანამედროვე. იერუსალიმიდან საქართველოში უფლის კვართის ჩამომტანი მცხეთელი ებრაელის, ელიოზის, პირდაპირი შთამომავალი. ქართველთა განმანათლებლის ქართლში მოსვლის დროს ის იყო მცხეთელ ებრაელთა რაბინი. თავის ასულ სიდონიასა და მთელ ოჯახთან ერთად ერთ-ერთმა პირველმა „ნათელ-იღო ხელსა შინა ნინომსა“. აბიათარს მიეკუთვნება წმ. ნინოს „ცხოვრების“ მე-12 (იბ) თავი.
- მ. სურგულაძე
წყარო
„მოქცევაი ქართლისაი“, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ი. აბულაძის რედ., თბ., 1963. მ. სურგულაძე