კიკვაძე თედორე
(→წყარო) |
|||
ხაზი 26: | ხაზი 26: | ||
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | [[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | ||
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | [[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | ||
+ | [[კატეგორია:კიკვაძეები]] |
მიმდინარე ცვლილება 15:15, 22 თებერვალი 2021 მდგომარეობით
კიკვაძე თედორე გაბრიელის ძე - (1868, სოფ. მაკვანეთი - 1935 ) - სოციალ-დემოკრატი.
სარჩევი |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1890 დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია. თავდაპირველად, 1890-1891 წლებში მასწავლებლობას ეწეოდა მშობლიურ სოფელში; მუშაობდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველობაში, შემდგომში იყო ფოთში ღოღობერიძის ფირმის საექსპორტო კანტორის გამგე. აღსანიშნავია მისი ჟურნალისტური მოღვაწეობა: 1897 ჟურნალ „კრებულში“ მუშაობდა, აქტიურად წერდა სოციალ-დემოკრატიულ გაზეთ „კვალში“. ქართულს ასწავლიდა პეტრაშევსკის სასწავლებელში და ქალთა გიმნაზიაში.
პირველი რესპუბლიკის პერიოდში მუშაობდა თბილისის სასურსათო საგუბერნიო კომიტეტში. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, აგრეთვე, განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირსა და განათლების სამინისტროსთან არსებული სასკოლო კომიტეტის და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი (1912 წლიდან).
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მას ქვეყანა არ დაუტოვებია და სამშობლოში გააგრძელა მოღვაწეობა. 1921წელს მუშაობდა სახალხო განათლების კომისარიატში, შემდგომ - სამხედრო კოოპერატივში, ინფორმატორად, სასურსათო კომიტეტში. ამავდროულად, განაგრძობდა პედაგოგიურ საქმიანობას: კითხულობდა ქართულ ენაში ლექციებს სამხატვრო აკადემიაში და რუსულ ენას ასწავლიდა პედაგოგიურ ინსტიტუტში; წერდა მოთხრობებს, გამოაქვეყნა რამდენიმე თარგმანი.
- ნოდარ ჩხაიძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016;
- სსცა, ფ. 1836. აღწ. 1. საქ. 107-109.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი