სიდური
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''სიდური''' – ''(ბაბილონ.)'' ქალღმერთი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ [[გილგამეში]]ს ეპოსში გვხვდება. | + | '''სიდური''' – ''(ბაბილონ.)'' ქალღმერთი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ [[გილგამეში]]ს ეპოსში გვხვდება. წარმოშობით ეს სახელი არც შუმერულია და არც აქადური; შესაძლოა ხურიტულ სამყაროს უკავშირდებოდეს (ერთ ბუნდოვან კონტექსტში სიდური თითქოს „ქალწულს“ უნდა ნიშნავდეს). |
− | წარმოშობით ეს სახელი არც შუმერულია და არც აქადური; შესაძლოა ხურიტულ სამყაროს უკავშირდებოდეს (ერთ ბუნდოვან | + | |
− | კონტექსტში სიდური თითქოს „ქალწულს“ უნდა ნიშნავდეს). იგი სრულიად განმარტოებით ცხოვრობს მზის დასავლეთით, | + | იგი სრულიად განმარტოებით ცხოვრობს მზის დასავლეთით, ქვეყნის მიღმა, ზღვის შუაგულში მდებარე კუნძულზე. მისი ეპითეტია „მევაჟინე“, რაც თითქოს უნდა მიუთითებდეს ამ ქალღმერთის ფუნქციაზე, რომელიც მას ჩვენამდე მოუღწეველ მითოსში უნდა ჰქონოდა (გილგ. ეპოსში გაკვრით არის ნათქვამი, რომ მას „ჭურჭელს უმზადებენ“ ღმერთები). თუმცა ეს ეპითეტი სავსებით შეესაბამება მის სულისკვეთებას, როცა მოუწოდებს [[გილგამეში|გილგამეშს]] უზრუნველი და მხიარული ცხოვრებისაკენ. ამ მხრივ იგი ენათესავება [[კირკე]]სა და [[ნიმფები|ნიმფა]] [[კალიფსო]]ს; განსაკუთრებით ამ უკანასკნელთან მას აახლოებს მისი დახასიათება: „საბურველით იბურება“. ჰომეროსის „[[ოდისეა]]ს“ მიხედვით კალიფსოც კაცთა საცხოვრისიდან შორს დასავლეთით ბინადრობს კუნძულ ოლიგიაზე. სიდურის მსგავსადვე მისი კუნძულიც ოკეანეს „ჭიპთან“ მდებარეობს. |
− | ქვეყნის მიღმა, ზღვის შუაგულში მდებარე კუნძულზე. მისი ეპითეტია „მევაჟინე“, რაც თითქოს უნდა მიუთითებდეს ამ ქალღმერთის ფუნქციაზე, რომელიც მას ჩვენამდე მოუღწეველ მითოსში უნდა ჰქონოდა (გილგ. ეპოსში გაკვრით არის ნათქვამი, | + | |
− | რომ მას „ჭურჭელს უმზადებენ“ ღმერთები). თუმცა ეს ეპითეტი სავსებით შეესაბამება მის სულისკვეთებას, როცა მოუწოდებს | + | ერთ საცნობარო ლურსმულ ტექსტში სიდური გაიგივებულია [[იშთარი|იშთართან]], კერძოდ, „სიბრძნის იშთართან“, თუმცა სხვაგან არსად არ არის დადასტურებული მისი ამგვარი ბუნება. გილგამეშის |
− | გილგამეშს უზრუნველი და მხიარული ცხოვრებისაკენ. ამ მხრივ იგი ენათესავება [[კირკე]]სა და [[ნიმფები|ნიმფა]] [[კალიფსო]]ს; განსაკუთრებით ამ უკანასკნელთან მას აახლოებს მისი დახასიათება: „საბურველით იბურება“. ჰომეროსის „[[ოდისეა]]ს“ მიხედვით კალიფსოც კაცთა საცხოვრისიდან შორს დასავლეთით ბინადრობს კუნძულ ოლიგიაზე. სიდურის მსგავსადვე მისი კუნძულიც ოკეანეს „ჭიპთან“ მდებარეობს. ერთ საცნობარო ლურსმულ ტექსტში სიდური გაიგივებულია [[იშთარი|იშთართან]], კერძოდ, „სიბრძნის იშთართან“, თუმცა სხვაგან არსად არ არის დადასტურებული მისი ამგვარი ბუნება. გილგამეშის | + | ეპოსში მისი ბაგეებით ღაღადებს ყოველდღიური, ყოფითი სიბრძნე, – ეს ის სიტყვებია, რითაც მას სურს დააბრკოლოს სიცოცხლის აზრის საძიებლად დაძრული გმირი: |
− | ეპოსში მისი ბაგეებით ღაღადებს ყოველდღიური, ყოფითი სიბრძნე, – ეს ის სიტყვებია, რითაც მას სურს დააბრკოლოს სიცოცხლის | + | |
− | აზრის საძიებლად დაძრული გმირი: | + | |
:::::::აწ სავსე გქონდეს სტომაქი, გილგამეშ, | :::::::აწ სავსე გქონდეს სტომაქი, გილგამეშ, | ||
ხაზი 25: | ხაზი 23: | ||
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
+ | [[კატეგორია:შუამდინარული მითები]] | ||
[[კატეგორია:ბაბილონური მითები]] | [[კატეგორია:ბაბილონური მითები]] | ||
+ | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
+ | [[კატეგორია:ქალღმერები]] | ||
+ | [[კატეგორია:ბაბილონური ქალღმერები]] | ||
+ | [[კატეგორია:გილგამეშის ეპოსი]] |
13:51, 7 ივლისი 2017-ის ვერსია
სიდური – (ბაბილონ.) ქალღმერთი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გილგამეშის ეპოსში გვხვდება. წარმოშობით ეს სახელი არც შუმერულია და არც აქადური; შესაძლოა ხურიტულ სამყაროს უკავშირდებოდეს (ერთ ბუნდოვან კონტექსტში სიდური თითქოს „ქალწულს“ უნდა ნიშნავდეს).
იგი სრულიად განმარტოებით ცხოვრობს მზის დასავლეთით, ქვეყნის მიღმა, ზღვის შუაგულში მდებარე კუნძულზე. მისი ეპითეტია „მევაჟინე“, რაც თითქოს უნდა მიუთითებდეს ამ ქალღმერთის ფუნქციაზე, რომელიც მას ჩვენამდე მოუღწეველ მითოსში უნდა ჰქონოდა (გილგ. ეპოსში გაკვრით არის ნათქვამი, რომ მას „ჭურჭელს უმზადებენ“ ღმერთები). თუმცა ეს ეპითეტი სავსებით შეესაბამება მის სულისკვეთებას, როცა მოუწოდებს გილგამეშს უზრუნველი და მხიარული ცხოვრებისაკენ. ამ მხრივ იგი ენათესავება კირკესა და ნიმფა კალიფსოს; განსაკუთრებით ამ უკანასკნელთან მას აახლოებს მისი დახასიათება: „საბურველით იბურება“. ჰომეროსის „ოდისეას“ მიხედვით კალიფსოც კაცთა საცხოვრისიდან შორს დასავლეთით ბინადრობს კუნძულ ოლიგიაზე. სიდურის მსგავსადვე მისი კუნძულიც ოკეანეს „ჭიპთან“ მდებარეობს.
ერთ საცნობარო ლურსმულ ტექსტში სიდური გაიგივებულია იშთართან, კერძოდ, „სიბრძნის იშთართან“, თუმცა სხვაგან არსად არ არის დადასტურებული მისი ამგვარი ბუნება. გილგამეშის ეპოსში მისი ბაგეებით ღაღადებს ყოველდღიური, ყოფითი სიბრძნე, – ეს ის სიტყვებია, რითაც მას სურს დააბრკოლოს სიცოცხლის აზრის საძიებლად დაძრული გმირი:
- აწ სავსე გქონდეს სტომაქი, გილგამეშ,
- დღითა და ღამით განუწყვეტლივ ილხენდე,
- დღენიადაგ მართავდე ნადიმს,
- დღითა და ღამით როკვიდე, მღერდე,
- სპეტაკი სამოსელი გემოსოს,
- თავს განიბანდე, ტანს განიბანდე,
- ზრუნავდე ჩვილზე, ხელთ რომ გეჭირება,
- შენს მკერდზე ხარობდეს მეუღლე შენი,
- რამეთუ ესაა ხვედრი კაცისა.