სოტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სოტერი''' – ''(ბერძნ.)'' „მხსნელი“, „მფარველი“ ეპითეტი იმ ღმერთე...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სოტერი''' – ''(ბერძნ.)'' „მხსნელი“, „მფარველი“ ეპითეტი იმ ღმერთებისა, რომელთაც ადამიანთა თუ სახელმწიფოთა მფარველებად თვლიდნენ. ეს ღმერთები იყვნენ: [[ზევსი]], [[პოსეიდონი]], [[აპოლონი]], [[ასკლეპიოსი]] და სხვები. ქალღმერთებისათვის არსებობდა ამ ეპითეტის მდედრობითი ფორმა – სოტერა ([[რომი|რომში]] – [[სოსპიტა]]).
+
'''სოტერი''' – ''(ბერძნ.)'' „მხსნელი“, „მფარველი“ ეპითეტი იმ ღმერთებისა, რომელთაც ადამიანთა თუ სახელმწიფოთა მფარველებად თვლიდნენ. ეს ღმერთები იყვნენ: [[ზევსი]], [[პოსეიდონი]], [[აპოლონი]], [[ასკლეპიოსი]] და სხვები. ქალღმერთებისათვის არსებობდა ამ ეპითეტის მდედრობითი ფორმა – [[სოტერა]] ([[რომი|რომში]] – [[სოსპიტა]]).
  
 
ელინისტური ეპოქიდან მოყოლებული, როდესაც სამეფო ხელისუფლებამ ღვთაებრივი სახე მიიღო, „სოტერი“ ანტიგონიდების,
 
ელინისტური ეპოქიდან მოყოლებული, როდესაც სამეფო ხელისუფლებამ ღვთაებრივი სახე მიიღო, „სოტერი“ ანტიგონიდების,

03:02, 2 დეკემბერი 2016-ის ვერსია

სოტერი(ბერძნ.) „მხსნელი“, „მფარველი“ ეპითეტი იმ ღმერთებისა, რომელთაც ადამიანთა თუ სახელმწიფოთა მფარველებად თვლიდნენ. ეს ღმერთები იყვნენ: ზევსი, პოსეიდონი, აპოლონი, ასკლეპიოსი და სხვები. ქალღმერთებისათვის არსებობდა ამ ეპითეტის მდედრობითი ფორმა – სოტერა (რომშისოსპიტა).

ელინისტური ეპოქიდან მოყოლებული, როდესაც სამეფო ხელისუფლებამ ღვთაებრივი სახე მიიღო, „სოტერი“ ანტიგონიდების, ლაგიდების, სელევკიდებისა და ზოგიერთ რომაელ მთავარსარდალთა (მაგ. პომპეუსის) ეპითეტადაც იქცა.

ადამიანთა თუ ლაშქართა ხსნის სამადლობელ მსხვერპლს სოტერიებს უწოდებდნენ.

სოტერის სახელი და ფუნქციები ქრისტიანობამაც მიიღო.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები