ადიში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 5: ხაზი 5:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
+
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 +
 
 
[[კატეგორია:სოფლები სვანეთში]]
 
[[კატეგორია:სოფლები სვანეთში]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]]

22:43, 11 აპრილი 2021-ის ვერსია

სოფელი ადიში. 1890წ.

ადიში - სოფელი სვანეთში (მესტიის მუნიციპალიტეტი, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია). ადიში მდებარეობს მდინარე ადიშჭალის ნაპირზე, მესტიიდან 30 კმ დაშორებით.

ადიში სვანეთის ერთ-ერთი უძველესი სოფელია და მდიდარია ისტორიული და კულტურული ძეგლებით. იქ დგას 3 ეკლესია – მაცხოვრის აღდგომის (X-XI სს.), რომელშიც შემორჩენილია მაღალი ოსტატობით გამორჩეული XII საუკუნის მხატვრობა; XI საუკუნის დასასრულის წმ. გიორგის ტაძარი, წმინდანის ცხოვრების ეპიზოდების ამსახველი მხატვრობითა და XII სსაუკუნის მთავარანგელოზთა ტაძარი, ასევე უაღრესად საყურადღებო კედლის მხატვრობით. ადიშის ტაძრების კედლის მხატვრობაში ჩანს შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის ე.წ. სვანური სკოლის სპეციფიკური ნიშნები. ამავე დროს, აქ წარმოდგენილი წმ. გიორგისა და მისი ცხოვრების ამსახველი სცენები წმინდანის ცხოვრების გამოსახვის ერთ-ერთი უადრესი იკონოგრაფიული ნიმუშია საქართველოში. ადიშში აღმოჩენილია ქართული მწერლობის ერთ-ერთი უძველესი ძეგლი — შატბერდის მონასტერში გადაწერილი ოთხთავი (ადიშის ოთხთავი).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები