ალიშკინტირ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „ალჷშკჲჷნტჷრ“ გადაიტანა გვერდზე „ალიშკინტირ“ გადამისამართებაზე) |
|||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[კატეგორია:აფხაზები]] | [[კატეგორია:აფხაზები]] | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
− | [[კატეგორია:აფხაზური | + | [[კატეგორია:აფხაზური ღვთაებანი]] |
მიმდინარე ცვლილება 18:52, 4 დეკემბერი 2020 მდგომარეობით
ალიშკინტირ (ალჷშკჲჷნტჷრ) - აფხ. ძაღლების ღვთაება. აფხაზთა გადმოცემით, ალიშკინტირი მრისხანე ღვთაებაა. იგი ზებუნებრივი ფიზიკური ძალითა და მოხერხებითაა დაჯილდოებული, რომელსაც ყველგან შეუძლია წუთიერად გამოჩენა, ძაღლების მოსპობა ან მათი დაავადება. ძაღლის კულტი აფხაზებში მგელთანაა დაკავშირებული, ტოტემურ ცხოველთან. გადმოცემით, ნართებს ძაღლებად მგლები ემსახურებოდნენ. ისინი ნართებს ცხოვრებაში თან ახლდნენ, ეხმარებოდნენ გაჭირვებაში, ან პირიქით ზიანი მოჰქონდათ.