ქარიბდისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ქარიბდისი''' – ''(ბერძნ.)'' მითოსური ურჩხული. პოსეიდონისა და [[გ...)
 
 
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 +
[[კატეგორია:მითიური არსებები]]

მიმდინარე ცვლილება 14:32, 3 ივლისი 2017 მდგომარეობით

ქარიბდისი(ბერძნ.) მითოსური ურჩხული. პოსეიდონისა და გეას ასული.

თავდაპირველად ქარიბდისი მშვენიერი ქალწული ყოფილა, ოღონდ ბევრს ჭამდა და ამის გამო ყველა გაურბოდა. ერთხელ ზევსმა თვალი შეასწრო, თუ როგორ მოიპარა მან ჰერაკლეს ხარი და წამისუმალ შესანსლა. საზარელი სანახავი იყო ამ დროს ქარიბდისი. არ მოეწონა იგი ზევსს, მეხი სტყორცნა, ზღვაში მოისროლა და ურჩხულად გარდასახა. მას შემდეგ დიდხანს ბუდობდა ქარიბდისი მესინიის ვიწრო სრუტესთან, რომლის მოპირდაპირე მხარეს მასავით შემზარავი სკილა ბობოქრობდა.

ქარიბდისი დღეში სამჯერ შთანთქავდა ზღვის ზვირთებს და შემდეგ, საშინელი ძალით, უკანვე ანთხევდა მდუღარე წყალს. ყველა ხომალდი იღუპებოდა ამ სრუტეში. მისი გადალახვა მხოლოდ ოდისევსმა და არგონავტებმა შეძლეს.



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები