აჟაჰვარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აჟაჰვარა (აჟაჰοარა)''' - აფხ. ორმოში ღვინის დაწურვა. აფხაზები...) |
11:24, 17 ნოემბერი 2020-ის ვერსია
აჟაჰვარა (აჟაჰοარა) - აფხ. ორმოში ღვინის დაწურვა. აფხაზები ძველად, სპეციალურ ორმოს თხრიდნენ. თიხით ამოლესავდნენ. ცეცხლს დაანთებდნენ და ამოაშრობდნენ. ყურძენს ჩაყრიდნენ და ფეხებით დაჭყლეტდნენ. ზემოდან გვიმრას აფარებდნენ. საჭიროების დროს თანდათან ნაწილ-ნაწილ გადასამუშავებლად დაჭყლეტილი ყურძნის წვენი ამოჰქონდათ. მოგვიანებით ქართველებში გავრცელებულ საწნახელს მოიხმარდნენ.