ასასააჲრთა
(ახალი გვერდი: '''ასასააჲრთა''' - აფხ. სასტუმრო (ოთახი ან ცალკე...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ასასააჲრთა''' - აფხ. [[სასტუმრო სახლი|სასტუმრო]] (ოთახი ან ცალკე ნაგებობა) საცხოვრებელი [[ფაცხა|ფაცხების]] გვერდით. [[აფხაზები|აფხაზებს]] აუცილებლად ედგათ ამავე ტიპის სასტუმრო სახლი, რომელიც ბევრად უკეთესად იყო შიგნით მოწყობილი. საცხოვრებლების ფორმის ცვლასთან ერთად სასტუმრო ზოგჯერ საცხოვრებელში შიგნით ინაცვლებდა. ასე მაგ. განში გაზრდილი ტიპის საცხოვრებელში სასტუმროს ცალკე ოთახი ჰქონდა დათმობილი. ზოგიერთ აფხაზურ უბანში, რომელიც ერთ ნათესაურ ჯგუფად იყო ჩამოყალიბებული, ზოგჯერ ჩრდილოკავკასიური „საყონაღოს“ მსგავსად, სოფლის თავში, ჯარგვალური ტიპის ნაგებობაც ჰქონდათ, რომელიც სასტუმრო იყო. ცნობილია, რომ რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო აფხაზი, იგი ცდილობდა ორი ფაცხა ჰქონოდა. ერთი საჯალაბოდ და საცხოვრებლად, ხოლო მეორე სასტუმროდ. აფხაზები სასტუმროს, საცხოვრებელში იყო ის თუ მის გარეთ, დიდ ყურადღებას უთმობდნენდა ბევრად უფრო კეთილმოწყობილი ჰქონდათ, ვიდრე საკუთარი საცხოვრებელი. სტუმარიამ ნათესაური კოლექტივის ყურადღების ქვეშ ექცეოდა. მის უსაფრთხოებაზე და კვებაზე ყველა ერთად ზრუნავდა. აფხაზი გულღიად ხვდებოდა სტუმარს და არასდროს დაუსვამდა კითხვას, საიდან მოდიოდა, ან საით მიდიოდა იგი. ამის თქმა თვით სტუმრის მოვალეობას წარმოადგენდა, აფხაზური ტრადიციის თანახმად, სტუმრობისთვის ვადა რეგლამენტირებული არ იყო, მაგრამ დაუწერელი კანონით, მას მხოლოდ ორი კვირის მანძილზე შეიძლებოდა ესარგებლა მასპინძლების გულუხვობით, შემდეგ კი იგი უთუოდ უნდა წასულიყო. | + | '''ასასააჲრთა''' - აფხ. [[სასტუმრო სახლი|სასტუმრო]] (ოთახი ან ცალკე [[ნაგებობა]]) საცხოვრებელი [[ფაცხა|ფაცხების]] გვერდით. [[აფხაზები|აფხაზებს]] აუცილებლად ედგათ ამავე ტიპის სასტუმრო სახლი, რომელიც ბევრად უკეთესად იყო შიგნით მოწყობილი. საცხოვრებლების ფორმის ცვლასთან ერთად სასტუმრო ზოგჯერ საცხოვრებელში შიგნით ინაცვლებდა. ასე მაგ. განში გაზრდილი ტიპის საცხოვრებელში სასტუმროს ცალკე ოთახი ჰქონდა დათმობილი. ზოგიერთ აფხაზურ უბანში, რომელიც ერთ ნათესაურ ჯგუფად იყო ჩამოყალიბებული, ზოგჯერ ჩრდილოკავკასიური „საყონაღოს“ მსგავსად, სოფლის თავში, ჯარგვალური ტიპის ნაგებობაც ჰქონდათ, რომელიც სასტუმრო იყო. ცნობილია, რომ რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო აფხაზი, იგი ცდილობდა ორი ფაცხა ჰქონოდა. ერთი საჯალაბოდ და საცხოვრებლად, ხოლო მეორე სასტუმროდ. აფხაზები სასტუმროს, საცხოვრებელში იყო ის თუ მის გარეთ, დიდ ყურადღებას უთმობდნენდა ბევრად უფრო კეთილმოწყობილი ჰქონდათ, ვიდრე საკუთარი საცხოვრებელი. სტუმარიამ ნათესაური კოლექტივის ყურადღების ქვეშ ექცეოდა. მის უსაფრთხოებაზე და კვებაზე ყველა ერთად ზრუნავდა. აფხაზი გულღიად ხვდებოდა სტუმარს და არასდროს დაუსვამდა კითხვას, საიდან მოდიოდა, ან საით მიდიოდა იგი. ამის თქმა თვით სტუმრის მოვალეობას წარმოადგენდა, აფხაზური ტრადიციის თანახმად, სტუმრობისთვის ვადა რეგლამენტირებული არ იყო, მაგრამ დაუწერელი კანონით, მას მხოლოდ ორი კვირის მანძილზე შეიძლებოდა ესარგებლა მასპინძლების გულუხვობით, შემდეგ კი იგი უთუოდ უნდა წასულიყო. |
== წყარო == | == წყარო == | ||
− | |||
[[აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი]] | [[აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:58, 26 აგვისტო 2022 მდგომარეობით
ასასააჲრთა - აფხ. სასტუმრო (ოთახი ან ცალკე ნაგებობა) საცხოვრებელი ფაცხების გვერდით. აფხაზებს აუცილებლად ედგათ ამავე ტიპის სასტუმრო სახლი, რომელიც ბევრად უკეთესად იყო შიგნით მოწყობილი. საცხოვრებლების ფორმის ცვლასთან ერთად სასტუმრო ზოგჯერ საცხოვრებელში შიგნით ინაცვლებდა. ასე მაგ. განში გაზრდილი ტიპის საცხოვრებელში სასტუმროს ცალკე ოთახი ჰქონდა დათმობილი. ზოგიერთ აფხაზურ უბანში, რომელიც ერთ ნათესაურ ჯგუფად იყო ჩამოყალიბებული, ზოგჯერ ჩრდილოკავკასიური „საყონაღოს“ მსგავსად, სოფლის თავში, ჯარგვალური ტიპის ნაგებობაც ჰქონდათ, რომელიც სასტუმრო იყო. ცნობილია, რომ რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო აფხაზი, იგი ცდილობდა ორი ფაცხა ჰქონოდა. ერთი საჯალაბოდ და საცხოვრებლად, ხოლო მეორე სასტუმროდ. აფხაზები სასტუმროს, საცხოვრებელში იყო ის თუ მის გარეთ, დიდ ყურადღებას უთმობდნენდა ბევრად უფრო კეთილმოწყობილი ჰქონდათ, ვიდრე საკუთარი საცხოვრებელი. სტუმარიამ ნათესაური კოლექტივის ყურადღების ქვეშ ექცეოდა. მის უსაფრთხოებაზე და კვებაზე ყველა ერთად ზრუნავდა. აფხაზი გულღიად ხვდებოდა სტუმარს და არასდროს დაუსვამდა კითხვას, საიდან მოდიოდა, ან საით მიდიოდა იგი. ამის თქმა თვით სტუმრის მოვალეობას წარმოადგენდა, აფხაზური ტრადიციის თანახმად, სტუმრობისთვის ვადა რეგლამენტირებული არ იყო, მაგრამ დაუწერელი კანონით, მას მხოლოდ ორი კვირის მანძილზე შეიძლებოდა ესარგებლა მასპინძლების გულუხვობით, შემდეგ კი იგი უთუოდ უნდა წასულიყო.