აშამხკურშვ
(ახალი გვერდი: '''აშამხკურშვ (აშამხკοჷრშο)''' - აფხ. მუხლისთავზე შემოსახვევი , გ...) |
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „აშამხკურშვ“ გადაიტანა გვერდზე „აშამხკοჷრშο“) |
11:41, 23 ნოემბერი 2020-ის ვერსია
აშამხკურშვ (აშამხკοჷრშο) - აფხ. მუხლისთავზე შემოსახვევი , გეომეტრიული ნახჭით, რომბების შეთავსებით კუთხეებში, რომელიც სწორ რიგებს შორისაა მოქცეული, სამუხლე პირსახოცი (სიგრძე 2-2,30 მ; განი - 40-60 სმ). მდიდარი ნახჭით ბოლოში, მაქმანებით ან გრძელი დაგრეხილი ფოჩებით მორთული. იგი მისაღებ, სასტუმრო ოთახში დეკორატიულ გადასაფარებლად გამოიყენებოდა. ამ პირსახოცს ე.წ. „ქალთა ლხინის“ დროსაც მოიხმარდნენ, რომელიც პატარძლის სახლიდან გაცილების შემდეგ ეწყობოდა. საქორწინო სუფრასთან დარჩენილ ქალბატონებს მუხლებზე აფარებდნენ. ქორწილზე პატარძლის სახლიდან გვარის უხუცესი მომავალი ქმრის სახლში ლოცვა-კურთხევით უშვებდა პატარძალს. ამიტომ გვარის უხუცესს საზეიმო ვითარებაში აშამჰკურშვის მსგავს პირსახოცს გადასცემდნენ, რომელიც თითქმის ერთი ცხენის ღირებულებად ითვლებოდა.