ოლიმპიური პიქტოგრამები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Olimpiuri piqtogramebi.PNG|thumb|300პქ||1964 წელს ტოკიოს ოლიმპიადიდან მოყოლებული, პიქტოგრამები ყველა თამაშების განუყოფელ სიმბოლოებად იქცა. პიქტოგრამა სპორტის სახეობის პირობითი ნიშანი და სიმბოლური გამოსახულებაა. მათი დიზაინი თითოეული თამაშებისთვის საგანგებოდ იქმნება]]
 
'''ოლიმპიური პიქტოგრამები''' - თანამედროვე [[ოლიმპიური თამაშები]]ს აუცილებელი ატრიბუტია პიქტოგრამები
 
'''ოლიმპიური პიქტოგრამები''' - თანამედროვე [[ოლიმპიური თამაშები]]ს აუცილებელი ატრიბუტია პიქტოგრამები
 
- სპორტის სახეობების აღმნიშვნელი ნიშნები. მათი დიზაინი ყველა თამაშებისთვის საგანგებოდ იქმნება.  
 
- სპორტის სახეობების აღმნიშვნელი ნიშნები. მათი დიზაინი ყველა თამაშებისთვის საგანგებოდ იქმნება.  

მიმდინარე ცვლილება 00:52, 6 თებერვალი 2021 მდგომარეობით

1964 წელს ტოკიოს ოლიმპიადიდან მოყოლებული, პიქტოგრამები ყველა თამაშების განუყოფელ სიმბოლოებად იქცა. პიქტოგრამა სპორტის სახეობის პირობითი ნიშანი და სიმბოლური გამოსახულებაა. მათი დიზაინი თითოეული თამაშებისთვის საგანგებოდ იქმნება

ოლიმპიური პიქტოგრამები - თანამედროვე ოლიმპიური თამაშების აუცილებელი ატრიბუტია პიქტოგრამები - სპორტის სახეობების აღმნიშვნელი ნიშნები. მათი დიზაინი ყველა თამაშებისთვის საგანგებოდ იქმნება.

სტილიზებული ფიგურებით გამოსახული სპორტის სახეობების პიქტოგრამების მეშვეობით იოლდება ასპარეზობის მონაწილეთა და მაყურებელთა ორიენტირება. პიქტოგრამებს იყენებენ ბილეთების, პლაკატების, სხვადასხვა ბეჭდვითი მასალებისა და სუვენირების ინდუსტრიაში. პიქტოგრამები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს სატელევიზიო რეპორტაჟების დროსაც.

სპორტული სიმბოლოების გამოყენების პრველი მცდელობა გერმანელებს 1936 წელს ბერლინის თამაშებზე ჰქონდათ. შედარებით წინ წავიდნენ 1948 წელს ლონდონის ოლიმპიადის მასპინძლები, თუმცა ნამდვილი გარღვევა 1964 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხდა. ბეჯითმა იაპონელებმა სპორტის სახეობათა და მომსახურების სფეროს იმდენად მოსახერხებელი სისტემა შექმნეს, რომ ზაფხულის XVIII თამაშების შემდეგ, პიქტოგრამები ყველა თამაშების განუყოფელ სიმბოლოებად იქცა.

სხვადასხვა თამაშების პიქტოგრამებიდან ორიგინალურობით გამოირჩეოდა მეხიკოს (1968), მიუნხენის (1972), ბარსელონის (1992), სიდნეის (2000), ათენის (2004), პეკინის (2008) ზაფხულის თამაშების პიქტოგრამები. სტილისტურად ფრიად გამორჩეულია გრენობლის (1968), ლილეჰამერის (1994), ნაგანოს (1998), ტურინის (2006) ზამთრის თამაშების პიქტოგრამები.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები