ევროპის ოლიმპიური კომიტეტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 10: ხაზი 10:
 
ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, ხოლო საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი საბჭო.
 
ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, ხოლო საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი საბჭო.
  
IOC-ის უშუალო მხარდაჭერითა და მეურვეობით ეწყობა სამი  მულტისპორტული ღონისძიება: ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, [[ევროპული თამაშები]] და ევროპის ჯუჯა სახელმწიფოების თამაშები.  
+
IOC-ის უშუალო მხარდაჭერითა და მეურვეობით ეწყობა სამი  მულტისპორტული ღონისძიება: ევროპის [[ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი]], [[ევროპული თამაშები]] და ევროპის ჯუჯა სახელმწიფოების თამაშები.  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

14:15, 24 დეკემბერი 2020-ის ვერსია

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები (EOC) - ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების არაკომერციული ქოლგაორგანიზაციაა.

მისი უმთავრესი ამოცანაა საერთშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, საერთაშორისო და ევროპულ სპორტულ ასოციაციებში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ინტერესების წარდგენა და დაცვა; საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ევროპის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, საერთო ინტერესების განსაზღვრა და ღირებულებების დაცვა.

EOC-ის მიზანია IOC-ის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის განვითარება ევროპაში, საერთაშორისო ოლიმპიური ქარტიით განსაზღვრული ოლიმპიური იდეალების ევროპის კონტინენტზე განვრცობა IOC-თან, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციასთან ((ANOC)) და სხვა კონტინენტურ ოლიმპიურ ასოციაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები დაარსდა 1968 წელს და აერთიანებს ევროპის ქვეყნების 50 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს. EOჩ-ს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, ხოლო საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი საბჭო.

IOC-ის უშუალო მხარდაჭერითა და მეურვეობით ეწყობა სამი მულტისპორტული ღონისძიება: ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, ევროპული თამაშები და ევროპის ჯუჯა სახელმწიფოების თამაშები.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები