ააცვმათვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ააცვმათვა (აცοმათοა)''' — „ხარის ნივთი“, კავი. ძველი სახვნელ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ააცვმათვა“ გადაიტანა გვერდზე „აცοმათοა“)

23:55, 1 თებერვალი 2021-ის ვერსია

ააცვმათვა (აცοმათοა) — „ხარის ნივთი“, კავი. ძველი სახვნელი იარაღი. უბრალო ხის კაუჭი. გათლილი ოთხკუთხა ხელნით. ხელნის სიგრძე 2 მ 95 სმ, სიგანე 8 სმ, სისქე 5 სმ. კაუჭის სიგრძე 44 სმ, სისქე 10 სმ. კაუჭი ქმნის მახვილ 45°- იან კუთხეს. კაუჭი გახვრეტილია სატეხით. ამ ნახვრეტში ჩადებულია ოთხკუთხა ფორმის დგომი, სიგრძით 85 სმ, ბოლოში სახელურით. სახელურს აცვმაა (აცοმაა) „ხარის სახელური“ ეწოდება. მხვნელი მართავს იარაღს მინდვრის მოხვნის დროს, ამ დროს მთავარია ხარის სახელური, დგომი. კაუჭი ანუ ქუსლი მიწის ზემო ნაწილს აბრუნებს.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები