დოქი თიხისა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თიხის დოქი“ გადაიტანა გვერდზე „დოქი თიხისა“ გადამისამართებაზე) |
|||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
დოქები მრავალფეროვანი სახისაა, შემკობის თვალსაზრისით მათში სჭარბობს დალოცვა-დღეგრძელობის შემცველი წარწერები, ზოგი დოქი წითლადაა გამომწვარი, ზოგი კი მთლიანად ჭიქურითაა დაფარული და დამშვენებული სხვადასხვა მხატვრული სიუჟეტებით. | დოქები მრავალფეროვანი სახისაა, შემკობის თვალსაზრისით მათში სჭარბობს დალოცვა-დღეგრძელობის შემცველი წარწერები, ზოგი დოქი წითლადაა გამომწვარი, ზოგი კი მთლიანად ჭიქურითაა დაფარული და დამშვენებული სხვადასხვა მხატვრული სიუჟეტებით. | ||
| − | |||
| + | |||
| + | |||
| + | |||
| + | == ლიტერატურა == | ||
ც. კაკაბაძე, შროშული საღვინეები, 1971, ძმ. №24. ც. კ. | ც. კაკაბაძე, შროშული საღვინეები, 1971, ძმ. №24. ც. კ. | ||
| ხაზი 23: | ხაზი 26: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:ჭურჭელი]] | [[კატეგორია:ჭურჭელი]] | ||
| + | [[კატეგორია:თიხის ჭურჭელი]] | ||
| + | [[კატეგორია:წყლის ჭურჭელი]] | ||
| + | [[კატეგორია:ღვინის ჭურჭელი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 21:46, 29 იანვარი 2022 მდგომარეობით
დოქი თიხისა - ხელადა - თიხის საწყლე და საღვინე ჭურჭელი, ამზადებდნენ კარგად შეზავებული სუფთა მიწისაგან, აქვს ბრტყელი, მრგვალი ძირი - „ფსკერი“, ზომიერად გამობერილი მუცელ-“გვამი“; წვრილი მაღალი ყელი და ლამაზად გამოყვანილი, მაღლა აშვერილი „ნიკარტი“, მრგვალი ყური მიძერწილია შუა ყელიდან მხარზე ან შუა გვამზე.
დოქის რამდენიმე სახელწოდება მოწმდება:
- „საღვინე“,
- „საწყლე“,
- „თუნგულა“,
- „ხარა დოქი“(დიდი ზომისაა),
- „ლიტრა“
- „ყურმილიანი“ იგივე „საწოვრიანი“ დოქი და სხვა.
საღვინე დოქები „ნიკარტიანი“ უნდა იყოს, წყლისათვის განკუთვნილი დოქები კი მრგვალტუჩა.
დოქები მრავალფეროვანი სახისაა, შემკობის თვალსაზრისით მათში სჭარბობს დალოცვა-დღეგრძელობის შემცველი წარწერები, ზოგი დოქი წითლადაა გამომწვარი, ზოგი კი მთლიანად ჭიქურითაა დაფარული და დამშვენებული სხვადასხვა მხატვრული სიუჟეტებით.
[რედაქტირება] ლიტერატურა
ც. კაკაბაძე, შროშული საღვინეები, 1971, ძმ. №24. ც. კ.