საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 32: ხაზი 32:
  
 
=== წყარო ===
 
=== წყარო ===
* აბაშიძე ზაზა. საქართველო და ქართველები: (საკითხავი წიგნი): [სახელმძღვ.] / ზაზა აბაშიძე, მიხეილ ბახტაძე, ოთარ ჯანელიძე; ზაზა აბაშიძის რედ.; რუკების ავტ. მანანა შეყილაძე; მხატვ. ეკა ტაბლიაშვილი. - თბილისი, 2013 (შპს „ფავორიტი პრინტი“). - 676, [10] გვ.: რუკ.; 22 სმ.. - ყდაზე: ქართველ მეფეთა ხელრთვები და ნიშნები.
+
* [[საქართველო და ქართველები: (საკითხავი წიგნი)]]
 
* გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 1991 წლის 5 აპრილი №67 გვ.1
 
* გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 1991 წლის 5 აპრილი №67 გვ.1
  

მიმდინარე ცვლილება 21:19, 26 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

1991 წლის 31 მარტი

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი - საქართველოში 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულმა რეფერენდუმმა მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც იმავე წლის 9 აპრილს მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო აქტით გაფორმდა.

სარჩევი

[რედაქტირება] წინაპირობა

1990 წლის გაზაფხულიდან საბჭოთა იმპერია დეზინტეგრაციის გზას დაადგა. საქართველოს უზენაესი საბჭო, როგორც ქართველი ხალხის ნების გამომხატველი ლეგიტიმური უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, უფრო მიზანმიმართულად შეუდგა საქართველოს ეროვნული მისწრაფების - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

საქართველოს უზენაესი საბჭოს პრიორიტეტულ ამოცანებს საბჭოთა ინსტიტუტების გაუქმება და სანაცვლოდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, დემოკრატიული სტრუქტურების ფორმირება წარმოადგენდა.

საბჭოთა იმპერიის შენარჩუნების მიზნით კრემლში ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება შეიმუშავეს. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი სუვენერული საბჭოთა რესპუბლიკების კავშირად - ახალ ნებაყოფიოლობით, დემოკრატიულ ფედერატიულ სახელმწიფოდ უნდა გარდაქმნილიყო პრინციპით - „ძლიერი ცენტრი - ძლიერი რესპუბლიკები“. საქართველოს ხელისუფლებამ გადაჭრით განაცხადა, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელს არ მოაწერდა. სამოკავშირეო ხელშეკრულების კონცეფციას ზოგიერთო სხვა რესპუბლიკაც დაუპირისპირდა. შექმნილ ვითარებაში, საკავშირო სახელმწიფოს გადარჩენის ბოლო საშუალებად მიჩნეულ იქნა მოსახლეობის პლებისციტი – რეფერენდუმი, რომლის ჩატარება 1991 წლის 17 მარტისთვის დაინიშნა.

რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალა საკავშირო რეფერენდუმი და მის საპირისპიროდ ეროვნული რეფერენდუმის ჩატარების დადგენილება მიიღო.

[რედაქტირება] სარეფერენდუმო კითხვა

1991 წლის 31 მარტს საქართველოს მასშტაბით მოეწყო მოსახლეობის საერთო-სახალხო გამოკითხვა. მის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“

[რედაქტირება] 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები

საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის მონაცემებით რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 3.334.282 ადამიანმა, რაც ამომარჩეველთ საერთო რიცხვის 90,79%-ს შეადგენდა.

სარეფერენდუმოდ გამოტანილ კითხვას დადებითი პასუხი გასცა 3.295.493 ამომარჩეველმა, რაც კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 99,08 %-ს შეადგენდა.

სარეფერენდუმოდ გამოტანილ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა 16.917 ამომარჩველმა, რაც კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,51 %-ს შეადგენდა.

ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 13.690, რაც კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,41%-ს შეადგენდა.

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვალა.

[რედაქტირება] 31 მარტის რეფერენდუმის მნიშვნელობა

რეფერენდუმის შედეგებმა ქვეყნის ხელისუფლებას მეტი საფუძველი მისცა საქართველოს პოლიტიკური ბედის გადასაწყვეტად. დაეყრდნო რა 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ რესპუბლიკის მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" 1991 წლის 5 აპრილი: საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიისაგან

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები