არქიპოსი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს | + | * [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] |
[[კატეგორია:ქართველი კალიგრაფები]] | [[კატეგორია:ქართველი კალიგრაფები]] | ||
23:34, 11 აპრილი 2021-ის ვერსია
არქიპოსი – (X ს. II ნახ.), ქართველი კალიგრაფი, რსაც მეორე კალიგრაფ დავითთან ერთად ტბეთში (შავშეთი) 995 წ. გადაუწერია ტბეთის პირველი ოთხთავი (ინახება სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. იოანე ბატონიშვილის კოლექცია, №212). ეტრატზე შესრულებულ ამ ხელნაწერში ტექსტი წარმოდგენილია ორ სვეტად, ასომთავრულით, ბოლო 19 ფურცელი (სახარებათა პარალელური ადგილების საძიებელი) – ნუსხურით. ხელნაწერის ანდერძის თანახმად, იგი შეუმოსავს სტეფანე მღვდელს ხელნაწერის ერთ-ერთ ანდერძში დასახელებულია დავით მეფე (დავით III კურაპალატი), რომლის „ზეობასა დაიწერა“ ეს ოთხთავი. ანდერძშივე აღნიშნულია ხელნაწერის გადაწერის თარიღი – „დასაბამითგან გარდასრულთა წელთა... ქრონიკონსა სიე“. პირველი თარიღის ასოები ტექსტში არაა ჩაწერილი, ხოლო მეორე თარიღია 995 წ. ეს ხელნაწერი მინიატიურებითა და კამარებით შეუმკია ტბეთის მეოთხე ეპისკოპოს სამოელს, როგორც ეს აღნიშნულია ერთ-ერთ ანდერძში: „გამოვიხუენ ესე ხატნი და ამარანი საბერძნეთით, ქალაქით დიდით სამეუფოჲთ და ჩაურთენ მას წმიდასა სახარებასა“.
ვ. სილოგავა
ლიტერატურა
- იმნაიშვილი ი., ტბეთის ოთხთავი, ძველი ქართული ენის კათედრის „შრომები“, 1977, № 20;
- Цагарели А.А., Сведения, вып. I СПБ., 1886