ბარცანა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბარცანა“ გადაიტანა გვერდზე „ბარცანის ღვთისმშობლის ეკლესია“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბარცანის ღვთისმშობლის ეკლესია“ გადაიტანა გვერდზე „ბარცანა“ გ...) |
მიმდინარე ცვლილება 20:20, 23 მარტი 2021 მდგომარეობით
ბარცანა, ღვთისმშობლის ეკლესია - VIII-IX საუკუნეები ჩახაზული ჯვრის ტიპის ორბოძიანი გუმბათიანი ეკლესია კახეთში, (ყვარლის მუნიციპალიტეტი ნეკრესის ეპარქია), სოფ. შილდიდან 4-5 კილომეტრის მანძილზე.
ეკლესია ძლიერ დანგრეულია. მისი აგების შესახებ ცნობები არა გვაქეს, დათარიღებულია ხუროთმოძღვრული მონაცემების მიხედვით. იხსენიება XIV-XVI საუკუნეების საბუთებში (ზოგჯერ, როგორც ვარცანის მონასტერი). დაინგრა, როგორც ჩანს, XVI საუკუნის შემდეგ. შერჩენილი იყო მხატვრობის ფრაგმენტები (გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ პირველი ფენა მხატვრობისა X-XI საუკუნეებისა იყო, მეორე - XVI საუკუნისა).
ეკლესიის ზომები გარედან: დაახლოებით 12,3 x 13,8 მ., სავარაუდო სიმაღლე შიგნით – 14 მეტრამდე Apx. Kax., გვ. 349-354, ტაბ. 260-269.
1970-იან წლებში ეკლესია გამაგრებულ-შეკეთებულ იქნა.
[რედაქტირება] წყარო
- ბერიძე ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია.-ტ.2: