ბითლზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები]] | [[კატეგორია:ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:51, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით
ბითლზები - ინგლისური ვოკალურ-ინსტრუმენტული კვარტეტი. შეიქმნა 1956 ლივერპულში, გამოდიოდა 1970-მდე. მასში შედიოდნენ პ. მაკარტნი, ჯ. ლენონი, ჯ. ჰარისონი (ელექტროგიტარები), რინგო სტარი (1962-იდან, ნამდვილი სახელი და გვარი რიჩარდ სტარკი; დასარტყმელები). პოპულარობა მოიპოვა სიმღერების „ბიგ-ბიტის“ (როკ-მუსიკის ადრინდელ ფორმები) სტილით შესრულებით. გამოუჩნდა მრავალი მიმბაძველი სხვადასხვა ქვეყანაში. 60-იანი წლების შუა ხანიდან ბითლზების კომპოზიტორულ-საშემსრულებლო სტილი უფრო თვითმყოფი და რთული გახდა, გააერთიანა თანამედროვე ტემბრულ-რიტმული და აკუსტიკური ხერხები ძველებური კელტური ფოლკლორისა და მე-17-18 ს. ინგლისური ბალადური სტილის მოტივებთან.