სიმურღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ირანული მითები]] | [[კატეგორია:ირანული მითები]] | ||
+ | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
+ | [[კატეგორია:მითიური არსებები]] |
მიმდინარე ცვლილება 11:10, 10 ივლისი 2017 მდგომარეობით
სიმურღი – (ირან.) არწივის მსგავსი ბუმბერაზი ფრინველი, რომელიც ითავსებს თავის თავში სიკეთისა და ბოროტების საწყისებს. მფარველობს როგორც კეთილ, ისე ბოროტ გმირებს. მან უდაბნოში იპოვა და თავის ბუდეში გამოზარდა განთქმული ირანელი გმირი ზაალი. სიმურღი ჩამოგავს შუამდინარული მითოლოგიის ფრთოსანს – ანზუდს, ასევე ქართული ხალხური ზღაპრების ფასკუნჯს.