ტირძნისის სამების ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→აღწერილობა) |
|||
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== | ||
| − | ეკლესია დარბაზულია (8,6X5,6 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები, სარკმლის საპირეები და ლავგარდანი თლილი ტუფის ქვისაა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიული [[აფსიდა|აფსიდის]] ღერძზე | + | ეკლესია დარბაზულია (8,6X5,6 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები, სარკმლის საპირეები და ლავგარდანი თლილი ტუფის ქვისაა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიული [[აფსიდა|აფსიდის]] ღერძზე [[სარკმელი]]ა, თითო სარკმელი დასავლეთ და სამხრეთ კედლებშია. ცილინდრული კამარის საბჯენი [[თაღი]] დასავლეთ კედლისა და გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა. დასავლეთ ფასადის სარკმლის თავზე [[ჯვარი|ჯვრის]] რელიეფური გამოსახულებაა. ფრონტონის წვერზე დგას ეკლესიის ქვაში გამოკვეთილი მაკეტი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი [[კრამიტი]]თ. |
| − | + | ||
| − | + | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
15:11, 15 ოქტომბერი 2021-ის ვერსია
ტირძნისის სამების ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტირძნისის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით. თარიღდება XI საუკუნით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (8,6X5,6 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები, სარკმლის საპირეები და ლავგარდანი თლილი ტუფის ქვისაა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, თითო სარკმელი დასავლეთ და სამხრეთ კედლებშია. ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი დასავლეთ კედლისა და გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა. დასავლეთ ფასადის სარკმლის თავზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ფრონტონის წვერზე დგას ეკლესიის ქვაში გამოკვეთილი მაკეტი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.