ნაუტანკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 9: ხაზი 9:
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ინდური თეატრი]]
 
[[კატეგორია:ინდური თეატრი]]
 +
[[კატეგორია:სცეკვაო-სასიმღერო წარმოდგენები]]

13:22, 13 მარტი 2023-ის ვერსია

დევენდრა შარმა და პალაკ ჯოში ნაუტანკში სულთანა დაკუში

ნაუტანკი – (ჰინდი. नौटंकी), ინდური კომედიური ხალხური მუსიკალურ-საცეკვაო წარმოდგენა. წარმოიშვა შუასაუკუნეების ინდური ხალხური თეატრის სხვადასხვა ფორმის საფუძველზე (წარმოდგენა თამაშდებოდა ქუჩაში, ქალაქის მოედანზე და ა.შ.). დიდი პოპულარობა მოიპოვა XIX საუკ. სიუჟეტს საფუძვლად უდევს ძველინდური თქმულებებისა და ზღაპრების მხიარული თავგადასავლები. წარმოდგენა შედგება რამდენიმე ეპიზოდისაგან, რომლებსაც ერთ მთლიანობაში აერთიანებს წამყვანი მსახიობი – მთხრობელი. მთავარი პერსონაჟი – მასხარა, სპექტაკლის მსვლელობის დროს იყენებს მახვილგონივრულ იმპროვიზაციებს (ხშირად საჭირბოროტო თემებზე). ნაუტანკიში დიდი ადგილი უჭირავს დიალოგს, აგრეთვე ცეკვას, სიმღერას, მუსიკასა და პანტომიმას. დასი ჩვეულებრივ შედგება წამყვანი მსახიობისა (რანგა) და მისი ოჯახის წევრებისაგან. ქალების როლებს ასრულებენ ბიჭუნები. თანამედროვე ნაუტანკი თამაშდება სასცენო მოედნებზე. წარმოდგენა იყოფა მოქმედებებად, გამოსვლებად და ა.შ.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები