თეატრი ნოო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თეატრი ნო“ გადაიტანა გვერდზე „ნო“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნო“ გადაიტანა გვერდზე „თეატრი ნო“ გადამისამართებაზე)

13:17, 8 ოქტომბერი 2021-ის ვერსია

„ნო“იაპონიაში უძველესი კლასიკური თეატრი „ნო“. წარმოიშვა XIII საუკუნეში მას საფუძვლად დაედო ძველი ტაძრული სანახაობები, რომლის დროსაც იდგმებოდა რელიგიური ლეგენდების სიუჟეტზე შექმნილი პიესები, „ნოს“ სცენაზე ორი მსახიობია – მთავარი გმირი „სიტე“ და მისი პარტნიორი „ვაკი“. სიტეს განსაკუთრებით მდიდრული და მყვირალა ტანსაცმელი აცვია. ვაკი კი მაყურებელს განუმარტავს ყველაფერს, რასაც აკეთებს, ლაპარაკობს სიტე. სცენაზეა გუნდი და ორკესტრი. „ნოს“ თეატრში მხოლოდ მამაკაცები თამაშობენ, აქტიორს ხელში მარაო უჭირავს, რომელიც პიესის მიხედვით, ხან ფლეიტად იქცევა, ხან მახვილად, ხან თაიგულად, ანდა ისევ მარაოდ, „ნოს“ თეატრი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს იაპონიაში, მაგრამ მაყურებელი უნდა იცნობდეს ძველი იაპონური კულტურის ტრადიციებს.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები