გადარჩენის ოპერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გადარჩენის ოპერა“ გადაიტანა გვერდზე „ხსნის ოპერა“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ხსნის ოპერა“ გადაიტანა გვერდზე „გადარჩენის ოპერა“ გადამისამა...) |
13:03, 19 ოქტომბერი 2021-ის ვერსია
„გადარჩენის (ხსნის) ოპერა“ – XVIII ს. მიწურულის რევოლუციის პერიოდის ფრანგული საოპერო ჟანრი. დააახლოვა XVIII ს. ფრანგული ოპერის ორი ტრადიციული შტო – ლირიკული ტრაგედია და კომიკური ოპერა. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეალიზმის დამკვიდრების საქმეში საოპერო ხელოვნებაში. „გადარჩენის ოპერა“ გამსჭვალული იყო ტირანიასთან ბრძოლის, თავგანწირვის მაღალი მოვალეობისადმი ერთგულების იდეებით; აღსავსე იყო მღელვარე სიტუაციებით, მძაფრი ემოციებით, „საშინელის“ ელემენტით (აქედან წარმოსდგება სხვა სახელწოდებაც „საშინელებათა ოპერა“ ან „გადარჩენის და საშინელებების ოპერა.“