ბეკონი ფრენსის (მხატვარი)
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ფრენსის ბეკონი''' - (Francis Bacon, 1909-1992) ინგლისელი მხატვარი-ექსპრესიონისტი. | + | '''ფრენსის ბეკონი''' - (Francis Bacon, 1909-1992) ინგლისელი [[მხატვარი]]-ექსპრესიონისტი. |
უშუალოდ [[ომი]]ს შემდგომ პერიოდში, ევროპელ ხელოვანთა დიდი ნაწილი ცდილობდა საკუთარი ხელოვნება მიღებული გამოცდილების გასააზრებლად გამოეყენებინა, ბევრს კამათობდნენ იმაზეც თუ რა ფორმით სჯობდა ამ გამოცდილების ჩვენება. ზოგი ფიგურატიულ ნამუშევრებს ქმნიდა, ზოგი კი აბსტრაქციებს. ინგლისში, ფრენსის ბეკონი თავის ტილოებში იმ საშინელებებს გადმოსცემდა, რომლებიც მას თან სდევდა და მოსვენებას არ აძლევდა. ის თვითნასწავლი მხატვარი იყო და 1940-იან წლებამდე ცოტა რამ ჰქონდა შექმნილი. [[II მსოფლიო ომი 1939-45|II მსოფლიო ომის]] დროს ბეკონი საჰაერო თავდასხმების დროს, ქუჩებში მორიგეობდა და საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი ლონდონის მშვიდობიანი მოსახლეობის [[დაბომბვა|დაბომბვის]] სისხლიანი შედეგები. | უშუალოდ [[ომი]]ს შემდგომ პერიოდში, ევროპელ ხელოვანთა დიდი ნაწილი ცდილობდა საკუთარი ხელოვნება მიღებული გამოცდილების გასააზრებლად გამოეყენებინა, ბევრს კამათობდნენ იმაზეც თუ რა ფორმით სჯობდა ამ გამოცდილების ჩვენება. ზოგი ფიგურატიულ ნამუშევრებს ქმნიდა, ზოგი კი აბსტრაქციებს. ინგლისში, ფრენსის ბეკონი თავის ტილოებში იმ საშინელებებს გადმოსცემდა, რომლებიც მას თან სდევდა და მოსვენებას არ აძლევდა. ის თვითნასწავლი მხატვარი იყო და 1940-იან წლებამდე ცოტა რამ ჰქონდა შექმნილი. [[II მსოფლიო ომი 1939-45|II მსოფლიო ომის]] დროს ბეკონი საჰაერო თავდასხმების დროს, ქუჩებში მორიგეობდა და საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი ლონდონის მშვიდობიანი მოსახლეობის [[დაბომბვა|დაბომბვის]] სისხლიანი შედეგები. |
მიმდინარე ცვლილება 16:10, 1 თებერვალი 2022 მდგომარეობით
ფრენსის ბეკონი - (Francis Bacon, 1909-1992) ინგლისელი მხატვარი-ექსპრესიონისტი.
უშუალოდ ომის შემდგომ პერიოდში, ევროპელ ხელოვანთა დიდი ნაწილი ცდილობდა საკუთარი ხელოვნება მიღებული გამოცდილების გასააზრებლად გამოეყენებინა, ბევრს კამათობდნენ იმაზეც თუ რა ფორმით სჯობდა ამ გამოცდილების ჩვენება. ზოგი ფიგურატიულ ნამუშევრებს ქმნიდა, ზოგი კი აბსტრაქციებს. ინგლისში, ფრენსის ბეკონი თავის ტილოებში იმ საშინელებებს გადმოსცემდა, რომლებიც მას თან სდევდა და მოსვენებას არ აძლევდა. ის თვითნასწავლი მხატვარი იყო და 1940-იან წლებამდე ცოტა რამ ჰქონდა შექმნილი. II მსოფლიო ომის დროს ბეკონი საჰაერო თავდასხმების დროს, ქუჩებში მორიგეობდა და საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი ლონდონის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის სისხლიანი შედეგები.
ნამუშევარში "ფიგურა ხორცით" ბეკონი წარმოგვიდგენს ძლევამოსილ პაპ ინოკენტი X. პაპის ფიგურა დაყვანილია დატანჯული, თითქოს არარეალური კაცის გამოსახულებამდე, რომელიც ჩაშავებულ სიცარიელეს შეჰყმუის. ის საქონლის ხორცის სისხლიანი ნაჭრებით შექმნილ, შემაძრწუნებელი კივილით სავსე, კლაუსტროფობიულ კოლოფშია გამოკეტილი, რომელიც სულ უფრო მეტად აძლიერებს მის შიშს.
სურათი შთაგონებული იყო დიეგო ველასკესის 1650 წელს შესრულებული რომის პაპის ინოკენტი X პორტრეტითა და რემბრანდტის ფერწერული ტილოთი, რომელზეც ასევე ახლადდაკლული საქონლის ხორცია წარმოდგენილი. ბეკონი თავის შემოქმედებაზე წერდა: "ვიმედოვნებ, რომ მხატვრობაში ადამიანის ყვირილის საუკეთესო გამოსახულებას შევქმნი.... და შევცვლი თავად რეალობის ძალადობრივ ბუნებას".