სოპრანო (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: სოპრანოს დიაპაზონი '''სოპრანო''' — ყველაზე მ...) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | [[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | ||
| − | |||
მიმდინარე ცვლილება 15:14, 17 დეკემბერი 2021 მდგომარეობით
სოპრანო — ყველაზე მაღალი სასიმღერო ხმა. დიაპაზონი ვრცელდება C1-დან C3–მდე. - სოპრანოს აუცილებელი თვისებაა კარგად განვითარებული ძირითადი რეგისტრი.
ჩვეულებრივ, სოპრანო აქვთ ბავშვებს და ქალებს. გუნდში განსაკუთრებით კარგად ჟღერს ბიჭების ხმები (ე. წ. დისკანტები). XVI-XVIII სს-ში ფართოდ იყო გავრცელებული მაღალი ხმის მქონე „კასტრატი - მომღერლების“ ე.წ. სოპრანისტების სიმღერა. არსებობს ქალის სოპრანოს 3 ძირითადი ნაირსახეობა: დრამატული, ლირიკული და კოლორატურული. დრამატული სოპრანო გამოირჩევა მთელი დიაპაზონისათვის დამახასიათებელი ძლიერი ჟღერადობით, მკვრივი დაბალი რეგისტრით; არსებობს აგრეთვე ლირიკულ-დრამატული სოპრანო.
2. ყველაზე მაღალი ხმა გუნდში.