არქეოლოგია
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''არქეოლოგია''' – (არქეო – /ბერძ. ἀρχαῖος + λόγος სწავლება), | + | '''არქეოლოგია''' – (არქეო – /ბერძ. ἀρχαῖος + λόγος სწავლება), მეცნიერება, რომელიც კაცობრიობის წარსულს სწავლობს ადამიანთა ცხოვრება-მოღვაწეობის შემორჩენილი ნივთიერი კულტურის ძეგლების მიხედვით. არქეოლოგიური ძეგლები ერთადერთი წყაროა ადამიანთა საზოგადოების განვითარების ისტორიის შესასწავლად. მას დიდი მნიშვნელობა აქვს დამწერლობიანი ეპოქების ისტორიულად შესასწავლადაც. არქეოლოგიური კვლევის შედეგები ავსებს და აზუსტებს წერილობითი წყაროების ცნობებს. არქეოლოგთა აღმოჩენილია თვით დამწერლობის უძველესი ძეგლებიც. არქეოლოგია ნივთიერი წყაროების მონაცემთა საფუძველზე ახდენს ძველ საზოგადოებათა კულტურულ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის რეკონსტრუქციას. ვინაიდან ადამიანთა საზოგადოების ისტორიული განვითარების ყოველ საფეხურზე ნივთიერი კულტურა და ყოფა კანონზომიერადაა დაკავშირებული სოციალურ–ეკონომიკურ ცხოვრებასთან. |
| + | |||
| + | არქეოლოგია, როგორც მეცნიერება, რომელსაც კვლევის საკუთარი მეთოდები აქვს, ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში, თუმცა სიძველეებისადმი ინტერესს უძველესი დროიდანვე იჩენდნენ. ტერმინი „არქეოლოგია“ სიძველეთმცოდნეობის მნიშვნელობით, პირველად გამოიყენა დიდმა ბერძენმა ისტორიკოსმა [[პლატონი|პლატონმა]] (ძვ. წ. IV ს.). სიძველეთა შესწავლა საგანგებო ყურადღების საგანი გახდა ძველ რომშიც. დაიწყეს არქეოლოგიური გათხრების წარმოება სამეცნიერო თვალსაზრისით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა [[პომპეი]]ს გათხრებს, რომელიც დაიწყო 1748 წელს და ფართო მასშტაბი მიიღო XIX საუკუნეში. გეოლოგიური თვალსაზრისით არქეოლოგიის მონაცემების ანალიზით შესაძლებელი გახდა კაცობრიობის ისტორიის დაკავშირება დედამიწის ისტორიის პერიოდებთან. დროთა განმავლობაში შრომის იარაღებისა და ნივთიერი კულტურის სხვა ძეგლების შესწავლიდან არქეოლოგია გადავიდა პირველყოფილი საზოგადოების ისტორიულ შესწავლაზე. XIX საუკუნის ბოლოს დადგინდა კავშირი პალეოლითსა და ნეოლითს შორის, გამოიყო გარდამავალი ეპოქა – მეზოლითი. | ||
| + | |||
| + | განსაკუთრებით წარმატებებს მიაღწია კლასიკურმა არქეოლოგიამ. მისი შემდგომი განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ფრანგული, გერმანული, ინგლისური და ამერიკული არქეოლოგიური ექსპედიციების მუშაობას [[ეგვიპტე|ეგვიპტეში]], [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[თურქეთი|თურქეთში]], [[ირანი|ირანში]], [[ერაყი|ერაყში]], წინა [[აზია]]სა და ჩრდილოეთ [[აფრიკა|აფრიკის]] სხვა ქვეყნებში; შედეგად აღმოჩნდა ეგვიპტის, მესოპოტამიის, ეგეოსის უძველესი ცივილიზაციები. ასეთივე ძველი ადრინდელი მონათ-მფლობელური ცივილიზაციები აღმოჩნდა XX საუკუნის 20-იან წლებში [[ინდოეთი|ინდოეთში]] და შემდეგ [[ჩინეთი|ჩინეთშიც]]. არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ძირითადად XIX–XX სს.) [[საქართველო]]ში მოხდა მსოფლიო ისტორიისათვის მნიშვნელოვანი აღმოჩენები. თანამედროვე არქეოლოგია არქეოლოგიური ძეგლების გათხრების, ფიქსაციის, რესტავრაცია-კონსერვაციის, კლასიფიკაციის, დათარიღებისა და სხვა დროს წარმატებით იყენებს საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა მეთოდებს, როგორიცაა: აერო-, ფოტოგადაღება, გეოფიზიკური და ელექტრომაგნიტური მეთოდები, ნიადაგების ქიმიური ანალიზები და სხვ. არქეოლოგიური კვლევების პროცესებში, გარდა არქეოლოგებისა, ჩართულნი არიან გეოლოგები, მშენებლები, ისტორიკოსები, მედიის წარმომადგენლები და სხვ., რომლებიც ერთობლივად აცოცხლებენ საუკუნეების წინათ არსებულ ცივილიზაციებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიის საინტერესო და აუცილებელი მატეანის შექმნაში. | ||
| + | |||
| ხაზი 6: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ | + | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:არქეოლოგია]] | [[კატეგორია:არქეოლოგია]] | ||
[[კატეგორია:მეცნიერების დარგები]] | [[კატეგორია:მეცნიერების დარგები]] | ||
| + | [[კატეგორია:საზოგადოებრივი მეცნიერებები]] | ||
16:46, 4 მაისი 2022-ის ვერსია
არქეოლოგია – (არქეო – /ბერძ. ἀρχαῖος + λόγος სწავლება), მეცნიერება, რომელიც კაცობრიობის წარსულს სწავლობს ადამიანთა ცხოვრება-მოღვაწეობის შემორჩენილი ნივთიერი კულტურის ძეგლების მიხედვით. არქეოლოგიური ძეგლები ერთადერთი წყაროა ადამიანთა საზოგადოების განვითარების ისტორიის შესასწავლად. მას დიდი მნიშვნელობა აქვს დამწერლობიანი ეპოქების ისტორიულად შესასწავლადაც. არქეოლოგიური კვლევის შედეგები ავსებს და აზუსტებს წერილობითი წყაროების ცნობებს. არქეოლოგთა აღმოჩენილია თვით დამწერლობის უძველესი ძეგლებიც. არქეოლოგია ნივთიერი წყაროების მონაცემთა საფუძველზე ახდენს ძველ საზოგადოებათა კულტურულ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის რეკონსტრუქციას. ვინაიდან ადამიანთა საზოგადოების ისტორიული განვითარების ყოველ საფეხურზე ნივთიერი კულტურა და ყოფა კანონზომიერადაა დაკავშირებული სოციალურ–ეკონომიკურ ცხოვრებასთან.
არქეოლოგია, როგორც მეცნიერება, რომელსაც კვლევის საკუთარი მეთოდები აქვს, ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში, თუმცა სიძველეებისადმი ინტერესს უძველესი დროიდანვე იჩენდნენ. ტერმინი „არქეოლოგია“ სიძველეთმცოდნეობის მნიშვნელობით, პირველად გამოიყენა დიდმა ბერძენმა ისტორიკოსმა პლატონმა (ძვ. წ. IV ს.). სიძველეთა შესწავლა საგანგებო ყურადღების საგანი გახდა ძველ რომშიც. დაიწყეს არქეოლოგიური გათხრების წარმოება სამეცნიერო თვალსაზრისით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა პომპეის გათხრებს, რომელიც დაიწყო 1748 წელს და ფართო მასშტაბი მიიღო XIX საუკუნეში. გეოლოგიური თვალსაზრისით არქეოლოგიის მონაცემების ანალიზით შესაძლებელი გახდა კაცობრიობის ისტორიის დაკავშირება დედამიწის ისტორიის პერიოდებთან. დროთა განმავლობაში შრომის იარაღებისა და ნივთიერი კულტურის სხვა ძეგლების შესწავლიდან არქეოლოგია გადავიდა პირველყოფილი საზოგადოების ისტორიულ შესწავლაზე. XIX საუკუნის ბოლოს დადგინდა კავშირი პალეოლითსა და ნეოლითს შორის, გამოიყო გარდამავალი ეპოქა – მეზოლითი.
განსაკუთრებით წარმატებებს მიაღწია კლასიკურმა არქეოლოგიამ. მისი შემდგომი განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ფრანგული, გერმანული, ინგლისური და ამერიკული არქეოლოგიური ექსპედიციების მუშაობას ეგვიპტეში, საბერძნეთში, თურქეთში, ირანში, ერაყში, წინა აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ქვეყნებში; შედეგად აღმოჩნდა ეგვიპტის, მესოპოტამიის, ეგეოსის უძველესი ცივილიზაციები. ასეთივე ძველი ადრინდელი მონათ-მფლობელური ცივილიზაციები აღმოჩნდა XX საუკუნის 20-იან წლებში ინდოეთში და შემდეგ ჩინეთშიც. არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ძირითადად XIX–XX სს.) საქართველოში მოხდა მსოფლიო ისტორიისათვის მნიშვნელოვანი აღმოჩენები. თანამედროვე არქეოლოგია არქეოლოგიური ძეგლების გათხრების, ფიქსაციის, რესტავრაცია-კონსერვაციის, კლასიფიკაციის, დათარიღებისა და სხვა დროს წარმატებით იყენებს საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა მეთოდებს, როგორიცაა: აერო-, ფოტოგადაღება, გეოფიზიკური და ელექტრომაგნიტური მეთოდები, ნიადაგების ქიმიური ანალიზები და სხვ. არქეოლოგიური კვლევების პროცესებში, გარდა არქეოლოგებისა, ჩართულნი არიან გეოლოგები, მშენებლები, ისტორიკოსები, მედიის წარმომადგენლები და სხვ., რომლებიც ერთობლივად აცოცხლებენ საუკუნეების წინათ არსებულ ცივილიზაციებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიის საინტერესო და აუცილებელი მატეანის შექმნაში.