ისპოლინური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Ispolinuri.jpg|thumb|300პქ|ისპოლინური]]
+
[[ფაილი:Ispolinuri.jpg|thumb|250პქ|ისპოლინური]]
  
 
'''ისპოლინური''' - '''Géante'''; სინონიმები: ჯაიენტი, პრიუნი. [[ქლიავი|ქლიავის]] ეს ჯიში გამოყვანილია ბერბენკის მიერ 1890–იან წლებში [[აჟანის ვენგერკა|აჟანის ვენგერკისა]] და პონტის შორის შეჯვარების შედეგად. ჯიში ისპოლინური გვხვდება სხვადასხვა რაიონში ცალკე სახეების სახით. ჯიშის დადებით მხარეს შეადგენს მსხვილი ლამაზი ნაყოფი, უხვი მოსავლიანობა, ადრეულა ნაყოფიერება. ჯიში თვითფერტილია.
 
'''ისპოლინური''' - '''Géante'''; სინონიმები: ჯაიენტი, პრიუნი. [[ქლიავი|ქლიავის]] ეს ჯიში გამოყვანილია ბერბენკის მიერ 1890–იან წლებში [[აჟანის ვენგერკა|აჟანის ვენგერკისა]] და პონტის შორის შეჯვარების შედეგად. ჯიში ისპოლინური გვხვდება სხვადასხვა რაიონში ცალკე სახეების სახით. ჯიშის დადებით მხარეს შეადგენს მსხვილი ლამაზი ნაყოფი, უხვი მოსავლიანობა, ადრეულა ნაყოფიერება. ჯიში თვითფერტილია.

13:48, 1 თებერვალი 2017-ის ვერსია

ისპოლინური

ისპოლინური - Géante; სინონიმები: ჯაიენტი, პრიუნი. ქლიავის ეს ჯიში გამოყვანილია ბერბენკის მიერ 1890–იან წლებში აჟანის ვენგერკისა და პონტის შორის შეჯვარების შედეგად. ჯიში ისპოლინური გვხვდება სხვადასხვა რაიონში ცალკე სახეების სახით. ჯიშის დადებით მხარეს შეადგენს მსხვილი ლამაზი ნაყოფი, უხვი მოსავლიანობა, ადრეულა ნაყოფიერება. ჯიში თვითფერტილია.

ხე

ხე საშუალო ზრდისაა, მომრგვალო ვარჯით. ფოთოლი უკუკვერცხისებრია, სუსტად შებუსვილი ქვედა მხარეზე. ყვავილობა საშუალო პერიოდისა აქვს.

ნაყოფი

ნაყოფი მწიფდება აგვისტოს შუა რიცხვებში (ქართლი). ნაყოფი მსხვილია (4,6X3,4X3,7 სმ.). ერთი ნაყოფის საშუალო წონა 45,7 გრამს უდრის. ნაყოფის ფორმა უკუკვერცხისებურია, ოდნავ შებრტყელებული გვერდებიდან და შევიწროებული ფუძესთან.

ნაყოფის კანი საშუალო სისქისა და სიმკვრივისაა. მოწითალო ფერის, ზევიდან გადაკრული აქვს ცვილისებრი თხელი ფიფქი.

ნაყოფის ხორცი მოყვითალო ფერისაა, საკმაოდ წვნიანი, ძარღვიანი, მკვრივი, მოტკბო, გემრიელი. კურკა ნახევრად სცილდება ნაყოფის ხორცს. განსაკუთრებით საინტერესო ჯიშია ბაღის მოყვარულთათვის.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები