ქორო (თეატრი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:ძველბერძნული თეატრი]] | [[კატეგორია:ძველბერძნული თეატრი]] | ||
− |
23:00, 31 იანვარი 2022-ის ვერსია
ქორო – (ძვ. ბერძ. χορεῖος),
- ძველბერძნული სპექტაკლების უცილობელი კოლექტიური მონაწილე (ძვ.წ. V საუკ.). ვინაიდან ძველბერძნულ დრამას საფუძვლად ედო საწესჩვეულებო გუნდური სიმღერები, რომლებიც სოფლურ დღესასწაულებზე სრულდებოდა ღმერთ დიონისეს პატივსაცემად, ამან განსაზღვრა სპექტაკლში ქოროს მოქმედ პირად მონაწილეობა. ძველბერძნული დრამა დამყარებული იყო სალაპარაკო და ქოროს პარტიების მონაცვლეობაზე: ტრაგედიებში – „პაროდი“, „სტასიმი“, ზოგჯერ „კომოსი“ და „ექსოდი“, კომედიაში „პარაბასა“. ქოროს გამოსვლას უშუალოდ ამზადებდა ქორო დიდასკალი. ქოროს როლს ძველბერძნულ ტრაგედიაში განაპირობებდა მისი საერთო სახალხო ხასიათი: ქოროს უნდა გამოეხატა მაყურებელთა დამოკიდებულება პიესის მოვლენებთან, იგი „ხმა ხალხისა“ უნდა ყოფილიყო.
- გუნდი, მომღერალი კოლექტივი, რომელიც ასრულებს ვოკალურ მუსიკას. ხმების შემადგენლობის მიხედვით, გუნდი შეიძლება იყოს ერთგვაროვანი (ქალთა, მამაკაცთა, ბავშვების) ან შერეული, ე. ი. შედგებოდეს ყველა ან რამდენიმე ზემოაღნიშნული ხმისაგან.