ამწე კოშკურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ამწე კოშკურა“ გადაიტანა გვერდზე „კოშკურა ამწე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კოშკურა ამწე“ გადაიტანა გვერდზე „ამწე კოშკურა“ გადამისამართე...) |
16:04, 6 თებერვალი 2022-ის ვერსია
ამწე კოშკურა – ამწე, რომელიც გამოიყენება ძირითადად მშენებლობებზე. მას აქვს მაღალი კოშკი, საბრუნი ისარი და ამწევი ჯალამბარი. გადასაადგილებელი ამწის კოშკი ეყრდნობა თვლებიან ან მუხლუხა სავალ ურიკებს, რომლებიც გადაადგილდება სარელსო ან გრუნტის გზაზე და მისი ტვირთამწეობა 100 ტ-მდეა. სტაციონარული ამწეების ტვირთამწეობა 400 ტ-ს აღწევს, აწევის სიმაღლე – 150 მ-მდე, ისრის გადაწვდომა – 50 მ-მდე. დაყენების წესის მიხედვით არჩევენ გადასაადგილებელ, სტაციონალურ და თვითამწევ ამწეებს.