აბაშიძე გრიგოლ (1866 -1903)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აბაშიძე გრიგოლ''' — (1866 -1903), ქართველი პოეტი. გრიგო...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
| + | [[კატეგორია:აბაშიძეები]] | ||
18:01, 16 თებერვალი 2022-ის ვერსია
აბაშიძე გრიგოლ — (1866 -1903), ქართველი პოეტი. გრიგოლ დავითის ძე აბაშიძე სამწერლო ასპარეზზე XIX ს 80-იან წლებში გამოვიდა. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში, სალიტერატურო საღამოებში. მისი პოეზია ქართველ „სამოციანელთა“ ლიტერატურულ ტრადიციებს მიჰყვება. მისი ლექსი ლირიზმითა და განწყობილების სიმძაფრით გამოირჩევა („სიმღერა სასოწარკვეთილისა“, 1900). წერდა პოემებს („ცრემლთა წყარო“, 1901; „დედა“, 1900), თარგმნიდა (მიხეილ ლერმონტოვის „მწირი“; ფრანსუა კოპეს „ბუდას მერცხალი“; მეთიუ არნოლდის „მნათობი აზიისა“). მის ლექსებზე შექმნილი პოპულარული სიმღერები შედიოდა დები იშხნელებისა და ვანო სარაჯიშვილის რეპერტუარში („ოხ, მარგალიტავ!“; რომანსი – „ოდესაც გიცქერ“).