აბაშიძე გრიგოლ (1866 -1903)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბაშიძე გრიგოლ (1866 -1903)“ გადაიტანა გვერდზე „გრიგოლ გრიგოლ (1866 -1903)“) |
20:38, 18 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
აბაშიძე გრიგოლ — (1866 -1903), ქართველი პოეტი. გრიგოლ დავითის ძე აბაშიძე სამწერლო ასპარეზზე XIX ს 80-იან წლებში გამოვიდა. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში, სალიტერატურო საღამოებში. მისი პოეზია ქართველ „სამოციანელთა“ ლიტერატურულ ტრადიციებს მიჰყვება. მისი ლექსი ლირიზმითა და განწყობილების სიმძაფრით გამოირჩევა („სიმღერა სასოწარკვეთილისა“, 1900). წერდა პოემებს („ცრემლთა წყარო“, 1901; „დედა“, 1900), თარგმნიდა (მიხეილ ლერმონტოვის „მწირი“; ფრანსუა კოპეს „ბუდას მერცხალი“; მეთიუ არნოლდის „მნათობი აზიისა“). მის ლექსებზე შექმნილი პოპულარული სიმღერები შედიოდა დები იშხნელებისა და ვანო სარაჯიშვილის რეპერტუარში („ოხ, მარგალიტავ!“; რომანსი – „ოდესაც გიცქერ“).