არაბული ნანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ნანა არაბული '''არაბული ნანა''' – (1950), ქართველი პო...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი: | + | [[ფაილი:Nana arabuli.PNG|thumb|ნანა არაბული]] |
'''არაბული ნანა''' – (1950), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ წყაროთუბანში (თიანეთი). საშუალო განათლება მიიღო სოფელ ღულელებში, უმაღლესი განათლება კი – [[გორის პედაგოგიური ინსტიტუტი|გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში]]. მუშაობდა მასწავლებლად თიანეთის რაიონის სხვადასხვა სკოლებში, პერიოდულად კორესპონდენტად თანამშრომლობდა გაზეთთან – „ახალი თიანეთი“. ამავე გაზეთში იბეჭდებოდა მისი ლექსები, მოთხრობები, ნოველები. ამჟამად ცხოვრობს [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], ქალაქ [[ათენი|ათენში]], სადაც განაგრძობს შემოქმედებით მუშაობას. თარგმნის ბერძნულ პოეზიას. | '''არაბული ნანა''' – (1950), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ წყაროთუბანში (თიანეთი). საშუალო განათლება მიიღო სოფელ ღულელებში, უმაღლესი განათლება კი – [[გორის პედაგოგიური ინსტიტუტი|გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში]]. მუშაობდა მასწავლებლად თიანეთის რაიონის სხვადასხვა სკოლებში, პერიოდულად კორესპონდენტად თანამშრომლობდა გაზეთთან – „ახალი თიანეთი“. ამავე გაზეთში იბეჭდებოდა მისი ლექსები, მოთხრობები, ნოველები. ამჟამად ცხოვრობს [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], ქალაქ [[ათენი|ათენში]], სადაც განაგრძობს შემოქმედებით მუშაობას. თარგმნის ბერძნულ პოეზიას. | ||
19:35, 18 თებერვალი 2022-ის ვერსია
არაბული ნანა – (1950), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ წყაროთუბანში (თიანეთი). საშუალო განათლება მიიღო სოფელ ღულელებში, უმაღლესი განათლება კი – გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მუშაობდა მასწავლებლად თიანეთის რაიონის სხვადასხვა სკოლებში, პერიოდულად კორესპონდენტად თანამშრომლობდა გაზეთთან – „ახალი თიანეთი“. ამავე გაზეთში იბეჭდებოდა მისი ლექსები, მოთხრობები, ნოველები. ამჟამად ცხოვრობს საბერძნეთში, ქალაქ ათენში, სადაც განაგრძობს შემოქმედებით მუშაობას. თარგმნის ბერძნულ პოეზიას.
- აღსარება
- არც ქვა ვყოფილვარ არასოდეს,
- უმოძრაო, ხავსმოდებული და
- არც კლდე, უსულო,
- შემზარავი სისასტიკით აყუდებული!
- თუმც ბავშვობისას, რაღაცაზე გაჯიუტებულს,
- ერთსაც მიწოდებდა და მეორესაც
- გაცეცხლებული დედაჩემი!
- ერთი წლისა არც კი ვყოფილვარ,
- როცა მშობლებმა მიწაზე დამსვეს და
- გამიშვეს ხელი;
- მას შემდეგ მივდივარ, წინ გზაა დიდი,
- მინოტავრის ლაბირინთივით
- ჩაჟამებულ-ჩაშავებული და ჭირს სიარული...…
- ყოფნა მომწყინდა!
- მინდა ვიპოვო წყარო წმინდა,
- რამაც დამწინდა და
- ის ერთი წუთი, მარადისობის,
- უზენაესი და ყოვლად წმინდა!
- ჩემო ცაო და საძვალე მიწავ!
- ჩვენ ერთად ვსუნთქავთ,
- როგორც სამება და მე ვარ ხიდი,
- თქვენს შორის გადებული
- დიდი სიყვარულის ნიშნად!
- მომეცით ხელი, გავარღვიო
- ეს ლაბირინთი!
- * * *
- არც ქვა ვყოფილვარ, უმოძრაო,
- ხავსმოდებული და არც სალი კლდე,
- შემზარავი სისასტიკით აყუდებული