ბარათაშვილი იესე (პოეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ბარათაშვილი იესე''' (1728 – 1786), იასე იყო შვილი თბილისის სიონის სახლთუხუცეს [[აზნაური|აზნაურ]] ოსე მიქაძისა. 1750 წლიდან იგი [[თეიმურაზ II]]-ის მეუღლის – ანახანუმის – [[მდივანი]] გახდა, შემდეგ – [[მოლარეთუხუცესი]]. 1758 წელს ამ თანამდებობიდან გადააყენეს და დატოვეს კალიგრაფ-მდივნად. 1762 წელს [[ერეკლე II]]-მ სამეფო მდივნის თანამდებობა უბოძა, შემდეგ - თავადობა და ბარათაშვილის გვარი. შემდეგ მოღალატე თავადებთან კავშირი დასწამეს და 1776 წელს მდივნობიდან გადააყენეს, წაართვეს თავადობა, მამული, ყმები და ტფილელის ყმად აქციეს. 1777 წელს დარეჯან დედოფლის მხარდაჭერით ისევ მდივანბეგად დანიშნეს.  
+
'''ბარათაშვილი იესე''' (1728–1786) — პოეტი, მემუარისტი. [[თეიმურაზ II|თეიმურაზ მეორისა]] და [[ერეკლე მეორე|ერეკლე მეორის]] სამეფო კარზე დაწინაურებული პიროვნება. მას მიაკუთვნებენ 73-სტროფიან ლექსს „ეშყი-ხონიას“, რომელიც თავისი ხასიათით  სატრფიალო პოეზიის ნიმუშია. ზოგი მკვლევარის მოსაზრებით, ი. ბარათაშვილი უნდა იყოს „[[ნარგიზოვანი|ნარგიზოვანის]]“ ავტორიც. მასვე ეკუთვნის 1760-1762 წლებში შექმნილი საინტერესო თხზულება „დიალოგი“. მასში ავტორისა და [[ხუცესი|ხუცესის]] საუბრის გზით გადმოშლილია იესეს ბიოგრაფია მრავალი საყურადღებო დეტალითურთ. ავტობიოგრაფიული ხასიათისაა მემუარული თხზულება „ცხოვრება-[[ანდერძი]]“, რომელშიც ავტორი თვისთა შვილთათვის სამახსოვროდ დღიურების სახით აღწერს ნანახსა და განცდილს. ნაწარმოები სცილდება ვიწრო პირადულ ჩარჩოს, საყურადღებო ცნობებს შეიცავს [[საქართველო|საქართველოს]] ისტორიის, სოციალურ-ეკონომიკური თუ სამეურნეო ვითარებისთვის.
  
მისი ლიტერატურული თხზულებებიდან ცნობილია ომონიმური რითმებით გაწყობილი „ლექსნი სამიჯნურონი”. [[ანტონ I |ანტონ კათალიკოსი]]ს ცნობით, იესე ბარათაშვილს ლექსად აღუწერია ქეთევან დედოფლის ცხოვრება. ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ვარაუდობენ, რომ მასვე ეკუთვნის ლექსთა კრებული „ნარგიზოვანი”.
+
==ტექსტი და ლიტერატურა==
 +
* ეშყი-ხონია (ლექსნი სამიჯნურონი), ძველი ქართული მწერლობის საკითხები, II, 1964; დიალოგი, იქვე;
 +
* გ. მიქაძე, იესე ბარათაშვილი, იქვე.
  
 +
==წყარო==
 +
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]].
  
:::: * * *
 
 
::აშიყს ეთქვა, ადამიანს
 
::ესე ლექსი მასა ხელად,
 
::უტყვად ვქმნილვარ მგრძნობი ესე,
 
::მეც მნებავი მასახელად,
 
::თუ ვინ მკითხავს, აწ მის მეტი
 
::არვინ ჰნებავს მასახელად,
 
::ვისთვის ემკო, იგი ტირდა
 
::ამ სიტყვითა მასახელად.
 
 
 
 
==წყარო==
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ბარათაშვილები]]
 
[[კატეგორია:ბარათაშვილები]]

15:53, 17 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

ბარათაშვილი იესე (1728–1786) — პოეტი, მემუარისტი. თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის სამეფო კარზე დაწინაურებული პიროვნება. მას მიაკუთვნებენ 73-სტროფიან ლექსს „ეშყი-ხონიას“, რომელიც თავისი ხასიათით სატრფიალო პოეზიის ნიმუშია. ზოგი მკვლევარის მოსაზრებით, ი. ბარათაშვილი უნდა იყოს „ნარგიზოვანის“ ავტორიც. მასვე ეკუთვნის 1760-1762 წლებში შექმნილი საინტერესო თხზულება „დიალოგი“. მასში ავტორისა და ხუცესის საუბრის გზით გადმოშლილია იესეს ბიოგრაფია მრავალი საყურადღებო დეტალითურთ. ავტობიოგრაფიული ხასიათისაა მემუარული თხზულება „ცხოვრება-ანდერძი“, რომელშიც ავტორი თვისთა შვილთათვის სამახსოვროდ დღიურების სახით აღწერს ნანახსა და განცდილს. ნაწარმოები სცილდება ვიწრო პირადულ ჩარჩოს, საყურადღებო ცნობებს შეიცავს საქართველოს ისტორიის, სოციალურ-ეკონომიკური თუ სამეურნეო ვითარებისთვის.

ტექსტი და ლიტერატურა

  • ეშყი-ხონია (ლექსნი სამიჯნურონი), ძველი ქართული მწერლობის საკითხები, II, 1964; დიალოგი, იქვე;
  • გ. მიქაძე, იესე ბარათაშვილი, იქვე.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები