ბერიაშვილი ბერდია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბერიაშვილი ბერდია“ გადაიტანა გვერდზე „ბერდია ბერიაშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბერდია ბერიაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ბერიაშვილი ბერდია“ გად...)

13:22, 22 თებერვალი 2022-ის ვერსია

ბერიაშვილი ბერდია − (1938 − 1992), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ასანურში (სიღნაღი); სკოლის შემდეგ ლაგოდეხის რაიონში პროფესიული სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ კი − თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სტუდენტობისას უკვე ცნობილი პოეტი იყო. მისი პირველი შემფასებელი და დამფასებელი გიორგი ლეონიძე გახლდათ. ტრაგიკულად დაიღუპა 1991-92 წლების თბილისში მიმდინარე საბრძოლო მოვლენების დროს. გამოცემულია მისი კრებულები: „მთვარის საქანელა” (1968), „სიკეთის მარცვალი” (1973), „მზე შინა” (1976), „საფიცარი” (1979), „ღია ფანჯრიდან” (1983), 100 ლექსი (2014).

ტირილი გაზაფხულზე
დათვრა, განრისხდა გაზაფხულის ცა,
შემოიხია ტანზე აპრილი.
წარბნი შეჰყარა, წამს რისხვად იქცა
და ჩაუმტვრია კაკალს თავ-პირი.
და დგას კაკლის ხე გაოგნებული,
დგას და ზეცის მუშტს −
მეხს მწარედ წყევლის,
გვიან ცაც ნანობს, ულვევა გული,
ლოთივით წვიმად ჩამოსდის ცრემლი.
ხე დგას ნაგვემი და მგლოვიარე,
ცის და... საკუთარ ცრემლებით სველი,
ეჰ, მზე მოურჩენს მას ამ იარებს,
მას ისევ მწვანე ფოთლები ელის
და კვლავ ერქმევა ხე მსხმოიარე,
კაცს კი... კაცს,
ერთხელ სიტყვით დასეტყვილს
ვრემლი რას უზამს, ცრემლი რას ეტყვის,
ვერც მზე უშველის, რადგანაც, ძმებო,
ხე კი არ არის, კაცი კაცია!..
ისიც ვთქვათ: − მეხი დიდ ხეებს ეძებს,
პატარა ხეებს გაზრდას აცლიან.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები