ბრეგვაძე ბაჩანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბრეგვაძე ბაჩანა“ გადაიტანა გვერდზე „ბაჩანა ბრეგვაძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბაჩანა ბრეგვაძე“ გადაიტანა გვერდზე „ბრეგვაძე ბაჩანა“ გადამის...)

13:22, 23 თებერვალი 2022-ის ვერსია

წარწერის ტექსტი

ბრეგვაძე ბაჩანა – (1936 – 2016), ქართველი ფილოსოფოსი, მთარგმნელი, მწერალი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი. დაიბადა სოფელ სხვავაში (ამბროლაური). 1960 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მთელი ცხოვრების მანძილზე ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას და თარგმნილი აქვს ევროპის თითქმის ყველა კლასიკური ენიდან ძალიან დიდი რაოდენობის ლიტერატურული ძეგლები, ძირითადად – პროზაული ნაწარმოებები, თუმცა მის შემოქმედებაში მოიპოვება რამდენიმე პოეტური თარგმანის ნიმუშიც. მისი მთავარი თარგმანებია: „ახალი აღთქმა”, ბლეზ პასკალის „აზრები”, მარკუს ავრელიუსის „ფიქრები”, სერვანტესის „დონ კიხოტი”, ჰენრიკ იბსენის „დრამები”, პოლ ვალერის „სულის კრიზისი”, ნიკოლო მაკიაველის „მთავარი”. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანები:

ანონიმი იტალიელი პოეტი
(XIV საუკუნე)
თეთრი გალიიდან გაფრინდა ბულბული.
ქვითინებს ბიჭუნა – ეს რა სამართალია!
მას ხომ ბულბული სურს და არა გალია!
ქვითინებს და ამბობს: რა იქნა ნეტავი?
ქვითინებს და ამბობს: რა იქნა ნეტავი?
ბულბულის საძებნად ჭალაში შევიდა.
ხმატკბილი გალობა მოესმა ზევიდან.
ძვირფასო, რა იქნება,
ჩვენს ბაღში დაბრუნდე?
ძვირფასო, რა იქნება, დაბრუნდე ჩვენთან?
ჯიროლამო სავონაროლა
მძლეთამძლეო უფალო ჩემო,
შენ ერთმა უწყი, რაც მე მჭირდება,
შენ ერთმა უწყი ერთადერთი
სურვილი მსხემის;
მე ტახტს როდი გთხოვ, ანდა დიდებას,
ვით ძუნწი ვნებადაუურველი,
რომელიც მაღალ სწრაფვათათვის
ბრმაა და ყრუა,
მე ერთის ვარ ოდენ მსურველი:
vulnera cor meum caritate tua!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები