გაჩეჩილაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დავით გაჩეჩილაძე“ გადაიტანა გვერდზე „გაჩეჩილაძე დავით“ გადამ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Davit gachechiladze.PNG|thumb|დავით გაჩეჩილაძე]]
 
[[ფაილი:Davit gachechiladze.PNG|thumb|დავით გაჩეჩილაძე]]
'''გაჩეჩილაძე დავით''' – (1902 – 1974), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი.  დაიბადა სოფელ ღორეშაში (ხარაგაული). დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. პირველი ლექსები 1919 წელს ჟურნალ  „წინსვლის ემბლემაში” გამოაქვეყნა. პირველი პოეტური კრებული – 1941 წელს. 20-იან წლებში „ფუტურისტ-ლეფელების” ლიტერატურული დაჯგუფების აქტიური წევრი იყო. პოეტმა ფორმალისტურ ძიებებს მალე დააღწია თავი. შემოქმედების [[ლაიტმოტივი]]ა პატრიოტიზმი; მის ლექსებში აისახა ჩვენი ხალხის გმირული წარსული და დიადი აწმყო. ეკუთვნის ტრაგედიები: „ბახტრიონი” – ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით, „ამირანი“ და თარგმანები: სოფოკლეს, კალდერონის, მიხაილ ლერმონტოვის, კარელ ჩაპეკის და ნაზიმ ჰიქმეთის პოეტური ნაწარმოებები.
+
'''გაჩეჩილაძე დავით''' – (1902 – 1974), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი.  დაიბადა სოფელ ღორეშაში (ხარაგაული). დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. პირველი ლექსები 1919 წელს ჟურნალ  „წინსვლის ემბლემაში” გამოაქვეყნა. პირველი პოეტური კრებული – 1941 წელს. 20-იან წლებში „ფუტურისტ-ლეფელების” ლიტერატურული დაჯგუფების აქტიური წევრი იყო. პოეტმა ფორმალისტურ ძიებებს მალე დააღწია თავი. შემოქმედების [[ლაიტმოტივი]]ა პატრიოტიზმი; მის ლექსებში აისახა ჩვენი ხალხის გმირული წარსული და დიადი აწმყო. ეკუთვნის [[ტრაგედია|ტრაგედიები]]: „ბახტრიონი” – ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით, „ამირანი“ და თარგმანები: სოფოკლეს, კალდერონის, მიხაილ ლერმონტოვის, კარელ ჩაპეკის და ნაზიმ ჰიქმეთის პოეტური ნაწარმოებები.
  
 
:::: '''რარიგ სხვა იყო'''
 
:::: '''რარიგ სხვა იყო'''

მიმდინარე ცვლილება 22:27, 25 თებერვალი 2022 მდგომარეობით

დავით გაჩეჩილაძე

გაჩეჩილაძე დავით – (1902 – 1974), ქართველი პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ ღორეშაში (ხარაგაული). დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. პირველი ლექსები 1919 წელს ჟურნალ „წინსვლის ემბლემაში” გამოაქვეყნა. პირველი პოეტური კრებული – 1941 წელს. 20-იან წლებში „ფუტურისტ-ლეფელების” ლიტერატურული დაჯგუფების აქტიური წევრი იყო. პოეტმა ფორმალისტურ ძიებებს მალე დააღწია თავი. შემოქმედების ლაიტმოტივია პატრიოტიზმი; მის ლექსებში აისახა ჩვენი ხალხის გმირული წარსული და დიადი აწმყო. ეკუთვნის ტრაგედიები: „ბახტრიონი” – ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით, „ამირანი“ და თარგმანები: სოფოკლეს, კალდერონის, მიხაილ ლერმონტოვის, კარელ ჩაპეკის და ნაზიმ ჰიქმეთის პოეტური ნაწარმოებები.

რარიგ სხვა იყო
რარიგ სხვა იყო, სანამ დავწერდი...
განცდა თოფდაკრულ ხარ- ირემივით
გამექცა, ქაღალდს გადარბენილი,
სისხლიღა დარჩა ჩამონაწვეთი...
რარიგ სხვა იყო, სანამ დავწერდი...
მე მზის ამოსვლა მსურდა სიტყვაში,
მაგრამ კალმის ქვეშ ჩაქრა რიჟრაჟი,
ვერ გამოვხატე მეათასედი...
რარიგ სხვა იყო, სანამ დავწერდი...
აპრილის რტოთა უმანკოებით
სულში ჰყვაოდნენ ეს სტრიქონები,
ოცნების შუქზე მიმონარწევი...
და რომ დავწერე... და რომ მივენდე
ქაღალდს თუ თოვლსა ახალმოთოვილს,
არც ცვარი შერჩათ და არც ფოთოლი...
ვერ შევუნახე ლექსებს სინედლე....
ეჰ, სულ სხვა იყო, სანამ დავწერდი...

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები