ალბი-იერდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[კატეგორია: საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:ქართული კულტურის ძეგლები საზღვარგარეთ]]
 
[[კატეგორია:ქართული კულტურის ძეგლები საზღვარგარეთ]]
 +
[[კატეგორია:ქართული კულტურის ძეგლები რუსეთში]]

მიმდინარე ცვლილება 16:12, 22 სექტემბერი 2022 მდგომარეობით

ალბი-იერდი. ეკლესია

ალბი-იერდი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ინგუშეთში (რუსეთის ფედერაცია), მდ. ასას მარცხენა ნაპირზე, თარგიმის ქვაბულში. დღეისთვის შემორჩენილია ეკლესიის (უცნობია, ვის სახელზეა აშენებული) ნანგრევები.

გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ერთნავიანი ნაგებობაა. ღრმა, ნალისებური მოხაზულობის აფსიდა კედლის სიბრტყეშია მოქცეული. აღმოსავლეთითა და დასავლეთით ჰქონდა მინაშენები. ნაგებია ფიქლითა და კირის ხსნარით. ინტერიერი შელესილია. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთ კედლის სარკმელთაგან შემორჩენილია ერთი – შუა სარკმელი, რომელიც ნალისებური მოხაზულობის სათაურითაა დაგვირგვინებული. სამხრეთ კედლის ფასადზე ამოყვანილია ორი მასიური პილასტრი, მათ ზედა ნაწილში გამომწვარი ქართული აგურით გამოყვანილი თაღის საყრდენი ქუსლებია, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ მხარეს არსებული მინაშენის ცილინდრული კამარის თაღების საყრდენს წარმოადგენდნენ. ინტერიერში შემორჩენილია მხატვრობის მკრთალი კვალი. გამოირჩევა შარავანდის მოხაზულობა და ფიგურების დეტალები. მხატვრობა შესრულებულია ლურჯი და მოყავისფრო საღებავებით.


[რედაქტირება] ლიტერატურა

ქალდანია., ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში, „ძეგლის მეგობარი“, 1988., #1.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები