ნიკოლოზ გულაბერისძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გულაბერისძე ნიკოლოზ“ გადაიტანა გვერდზე „ნიკოლოზ გულაბერისძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნიკოლოზ გულაბერისძე“ გადაიტანა გვერდზე „გულაბერისძე ნიკოლოზ...)

18:13, 27 თებერვალი 2022-ის ვერსია

გულაბერისძე ნიკოლოზსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1149-1178 და 1184 წლებში, გიორგი III-ის დროს; მწერალი და ფილოსოფოსი. იყო კათოლიკოს-პატრიარქის სვიმონ IV-ს ძმისწული. მისი პატრიარქად კურთხევა უნდა მომხდარიყო 1149 წელს. იგი პროგრესულად მოაზროვნე იყო და სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციას ემხრობოდა. დაახლოებით 1178 წელს იგი კათალიკოსობოდან გადამდგარა და იერუსალიმში წავიდა. 1184 წელს ნიკოლოზ გულაბერიძე თამარ მეფემ იერუსალიმიდან მოიწვია საქართველოში საეკლესიო საქმეების მოსაგვარებლად. იგი მიჩნეულიაავტორად თხზულებისა „საკითხავი სუეტისა ცხოვლისა, კუართისა საუფლოისა და კათოლიკე ეკლესიისა”. მასში აღწერილია საუფლო კვართისა და წმინდა ნინოს მიერ ქართველთა გაქრისტიანების ამბავი, აგრეთვე, სვეტიცხოვლის ძველი და ახალი სასწაულთმოქმედება, რომელსაც ბოლოში დართული აქვს შესხმა „გიხაროდენ”. გარდაიცვალა არაუგვიანეს 1190 წლისა.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები