ერისთავი დიმიტრი (მწერალი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ერისთავი დიმიტრი (მწერალი)“ გადაიტანა გვერდზე „[[დიმიტრი ერისთავ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დიმიტრი ერისთავი (მწერალი)“ გადაიტანა გვერდზე „[[ერისთავი დიმიტრ...) |
მიმდინარე ცვლილება 18:30, 1 მარტი 2022 მდგომარეობით
ერისთავი დიმიტრი – (1859 – 1925), დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავი. ექიმი, პოეტი, პროზაიკოსი, „ივერიის თანამ- შრომელი”, თხზულებებს ბეჭდავდა მოამბეშიც.
- ფაზელის გარდაცვალების გამო
- წვალებით განვლე გზა ცხოვრებისა,
- ეკლებით სავსე, ცრემლით მორწყული,
- ბედნიერების სხივსა მცირედსა
- არ გაუთბია ბედ-კრული გული...
- მაგრამ შენ მაინც არ უღალატე
- შენს აღთქმულ აზრთა, წმინდასა ალამს,
- და სამშობლოის, მოძმის სიყვარულს
- ამსახურებდი ნიჭიერ კალამს.
- და თვით მაშინც-კი, როს ულმობელი
- სიკვდილი ტანჯულს სულს გაშორებდა,
- წყევის წილ ლოცვა-კურთხევის სიტყვებს
- ენა უღონოდ იმეორებდა:
- „შეუნდე, ღმერთო! მათ არ უწყიან,
- რასა შვრებიან, რადა მტანჯავენ;
- ხალხი ბავშვია, გვიან მიხვდება, –
- შეცდომას ბოლოს დაინახავენ”.
- იყავ უშფოთველ უშფოთველს ძილში,
- შვილო რჩეულო ტკბილ ხმათა ღმერთის,
- მივხვდით, თუმც გვიან, რაცა იყავი,
- და ძალას შენის ჩანგისა ჟღერის.