კავკასიური ფიჭვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „კავკასიური ფიჭვი“ გადაიტანა გვერდზე „ფიჭვი კავკასიური“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ფიჭვი კავკასიური“ გადაიტანა გვერდზე „კავკასიური ფიჭვი“ გადამი...) |
01:25, 2 მარტი 2022-ის ვერსია
კავკასიური ფიჭვი – მარადმწვანე წიწვოვანი ხე, სიმაღლით 20-25 მ, ვარჯი – პირამიდული, კონუსური ან მომრგვალო ფორმის, წიწვები ტოტებზე წყვილ-წყვილად განლაგებული, ბლაგვწვერიანი, შეიცავს ეთერზეთებს; გავრცელებულია თითქმის მთელს საქართველოში, ქიზიყის (კახეთი) და გარდაბნის მუნიციპალიტეტის (ქვემო ქართლი) ტერიტორიების გარდა. მერქანი გამოიყენება ისევე, როგორც ჩვეულებრივი ფიჭვისა.
