ციმბირული ფიჭვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: წარწერის ტექსტი '''ციმბირული ფიჭვი''...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ციმბირული ფიჭვი“ გადაიტანა გვერდზე „ფიჭვი ციმბირული“) |
01:30, 2 მარტი 2022-ის ვერსია
ციმბირული ფიჭვი (ციმბირული კედარი) (ლათ. Pinus sibirica) – ფიჭვისებრთა ოჯახის მარადმწვანე ხე. სიმაღლეში იზრდება 35-44 მ-მდე. გავრცელებულია ციმბირისა და ურალის ტერიტორიაზე (რუსეთის ფედერაცია). აქვს 13 სმ-მდე სიგრძის გირჩები, რომელთა მარცვლები ითვლება დელიკატეს საკვებ პროდუქტად. გამოიყენება სამშენებლო საქმეში, ავეჯისა და მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოებაში, ფანქრების დასამზადებლად და სხვა.
