ანგლიკანელობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ანგლიკანელობა''' - ინგლისის ეკლესიის ინსტიტუციათა და მოძღვრებათა ერთობლიობა. იგი 1534 წ. მეფე ჰენრი VII-დან დაწყებული ეკლესიის ერთადერთ და უზენაეს მეთაურად აღიარებს მეფეს.
 
 +
ანგლიკანელობა, ასევე, აღნიშნავს დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების „ანგლიკანურ ერთიანობასა“ და კენტერბერის მთავარეპისკოპოსის დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიათა ერთობლიობას.
  
 +
ანგლიკანიზმის ფესვები 1215 წლის დოკუმენტში, „თავისუფლების დიდ ქარტიაში“ (Magna carta libertatum), შეიძლება მოიძებნოს. რომის ეკლესიასთან სქიზმა 1534 წელს მოხდა, როდესაც ინგლისის პარლამენტმა დაამტკიცა „უზენაესობის აქტი“, რომელიც მეფე ჰენრი VIII-ს (და ტახტის მომდევნო მემკვიდრეებს) ინგლისის ეკლესიის ერთადერთ და უზენაეს მეთაურად აღიარებდა (supreme head in earth of England). რომთან განხეთქილება განაახლა დედოფალმა ელისაბედ I-მა (1558-1603) დოკუმენტით „თანაბრობის აქტი“ (1559) და ეგრეთ წოდებული 39 მუხლით (1563). ანგლიკანელობაში სწრაფად გამოიკვეთა განსხვავებული პოზიციები (რაც ეკონომიკურ-სიციალური ვითარებითაც იყო განპირობებული), რომელთა საფუძველზეც ჩამოყალიბდა:
  
 +
ა) მაღალი ეკლესია (High Church), რომელმაც მეტი ერთიანობა შეინარჩუნა კათოლიკე ეკლესიასთან როგორც ლიტურგიული, ისე საეკლესიო ორგანიზაციის თვალსაზრისით;
  
 +
ბ) დაბალი ეკლესია (Low Church), რომელიც ხაზს უსვამს პროტესტანტიზმის ინოვაციურ იდეებს და მხარს უჭერს პრესვიტერულ პროტესტანტიზმთან სოლიდარობას;
  
 +
გ) ფართო ეკლესია (Broad Church), რომელსაც დღეს „ლიბერალურს“ უწოდებენ. ეს უკანასკნელი ღიაა თავისუფალი ინტერპრეტაციის პოზიციათა მიმართ, რომლებიც უპირისპირდება მკაცრ მართლმორწმუნეობას.
  
== წყარო ==
+
დღეს ანგლიკანელობა მოიცავს ხალხებს, რომლებიც დედოფალს საკუთარი ეკლესიის მეთაურად აღიარებენ; მას დაახლოებით 65 მილიონი მორწმუნე იზიარებს. საეპისკოპოსოები (საერთო ჯამში 365 დიოცეზი) კენტერბერის მოქმედ მთავარეპისკოპოსს ექვემდებარება. ინგლისის ეკლესიის კანონმდებელი ორგანოა ეპისკოპოსთა, მღვდელთა და საეროთა სამი პალატისგან შემდგარი ეროვნული ასამბლეა. ინგლისის ეკლესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მოითხოვს პარლამენტის დადასტურებასა და მონარქისეულ რატიფიკაციას.
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
  
 +
 +
 +
 +
 +
 +
== წყარო ==
 +
* ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
 +
* პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:რელიგია]]

15:02, 14 თებერვალი 2017-ის ვერსია

ანგლიკანელობა - ინგლისის ეკლესიის ინსტიტუციათა და მოძღვრებათა ერთობლიობა. იგი 1534 წ. მეფე ჰენრი VII-დან დაწყებული ეკლესიის ერთადერთ და უზენაეს მეთაურად აღიარებს მეფეს.

ანგლიკანელობა, ასევე, აღნიშნავს დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების „ანგლიკანურ ერთიანობასა“ და კენტერბერის მთავარეპისკოპოსის დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიათა ერთობლიობას.

ანგლიკანიზმის ფესვები 1215 წლის დოკუმენტში, „თავისუფლების დიდ ქარტიაში“ (Magna carta libertatum), შეიძლება მოიძებნოს. რომის ეკლესიასთან სქიზმა 1534 წელს მოხდა, როდესაც ინგლისის პარლამენტმა დაამტკიცა „უზენაესობის აქტი“, რომელიც მეფე ჰენრი VIII-ს (და ტახტის მომდევნო მემკვიდრეებს) ინგლისის ეკლესიის ერთადერთ და უზენაეს მეთაურად აღიარებდა (supreme head in earth of England). რომთან განხეთქილება განაახლა დედოფალმა ელისაბედ I-მა (1558-1603) დოკუმენტით „თანაბრობის აქტი“ (1559) და ეგრეთ წოდებული 39 მუხლით (1563). ანგლიკანელობაში სწრაფად გამოიკვეთა განსხვავებული პოზიციები (რაც ეკონომიკურ-სიციალური ვითარებითაც იყო განპირობებული), რომელთა საფუძველზეც ჩამოყალიბდა:

ა) მაღალი ეკლესია (High Church), რომელმაც მეტი ერთიანობა შეინარჩუნა კათოლიკე ეკლესიასთან როგორც ლიტურგიული, ისე საეკლესიო ორგანიზაციის თვალსაზრისით;

ბ) დაბალი ეკლესია (Low Church), რომელიც ხაზს უსვამს პროტესტანტიზმის ინოვაციურ იდეებს და მხარს უჭერს პრესვიტერულ პროტესტანტიზმთან სოლიდარობას;

გ) ფართო ეკლესია (Broad Church), რომელსაც დღეს „ლიბერალურს“ უწოდებენ. ეს უკანასკნელი ღიაა თავისუფალი ინტერპრეტაციის პოზიციათა მიმართ, რომლებიც უპირისპირდება მკაცრ მართლმორწმუნეობას.

დღეს ანგლიკანელობა მოიცავს ხალხებს, რომლებიც დედოფალს საკუთარი ეკლესიის მეთაურად აღიარებენ; მას დაახლოებით 65 მილიონი მორწმუნე იზიარებს. საეპისკოპოსოები (საერთო ჯამში 365 დიოცეზი) კენტერბერის მოქმედ მთავარეპისკოპოსს ექვემდებარება. ინგლისის ეკლესიის კანონმდებელი ორგანოა ეპისკოპოსთა, მღვდელთა და საეროთა სამი პალატისგან შემდგარი ეროვნული ასამბლეა. ინგლისის ეკლესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მოითხოვს პარლამენტის დადასტურებასა და მონარქისეულ რატიფიკაციას.

წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები