ზაალიშვილი ზაალ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ზაალიშვილი ზაალ''' − XIX საუკუნის დამდეგის მოღვაწე, ავტორი ცნო...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზაალიშვილი ზაალ“ გადაიტანა გვერდზე „ზაალ ზაალიშვილი“) |
15:09, 4 მარტი 2022-ის ვერსია
ზაალიშვილი ზაალ − XIX საუკუნის დამდეგის მოღვაწე, ავტორი ცნობილი ლექსისა − „ტფილისო დედაქალაქო”, იგი უფრო ხელნაწერთა გადამნუსხველად არის ცნობილი; მას შემდეგი ანდერძის დართვით გადაუნუსხავს სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი:
- * * *
- ლექსიკონი გარმოვსწერე,
- შრომა ვსწიე არა მცირე,
- დიდი ღვაწლით ძვილ ვიძიე,
- ნინ მახვილი განვიგმირე;
- აღმოკითხვით მით დავსტკბები,
- სოფელშიგან ვიყო ვირე,
- მე ზაალი ზურაბის ძე
- ზაალოვი ყოველთ მცირე.
- ნუ მოწივნებთ ამა ლექსსა,
- რომ არ არის პეტრიწულად,
- უსწავლელის კაცისაგან
- შეირაცხვის რიტორულად.
- ჯოგის ძაღლის კურდღლის განდრკას
- მიაწერენ კეთილ მკულად,
- ნურვინ დაგმობს ამისთვისა,
- რადგანც ეს არს ჩემგან თხზულად.